„ჩელსის“ დროებითმა მწვრთნელმა ფრენკ ლემპარდმა უპასუხა კითხვას, დაზარალდა თუ არა მიმდინარე სეზონში კლუბის რეპუტაცია და აღნიშნა, რომ გუნდი სძულდათ, როდესაც მას რუსი ბიზნესმენი რომან აბრამოვიჩი ფლობდა. „არ მაინტერესებს ხალხი რას ფიქრობს ჩვენზე, როგორც კლუბზე. აბრამოვიჩის მმართველობის პირველ წლებში მგონი ყველას ვძულდით, მაგრამ მაინც ვიმარჯვებდით. ახლა ვცდილობთ ვიყოთ გუნდი, სადაც ადამიანები ერთმანეთს პატივს სცემენ და ესმით,...
კატეგორია: აქეთურ-იქითური
მესი მოვა თუ მესი არ მოვა, ბუსკეტსი…
„ბარსელონას“ მწვრთნელმა ჩავიმ ნახევარმცველ სერხიო ბუსკეტსის კონტრაქტთან დაკავშირებით არსებულ ვითარებაზე ისაუბრა, კლუბში პსჟ-ის თავდამსხმელის, ლიონელ მესის შესაძლო დაბრუნების კონტექსტში. „ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ბუსკეტსი მშვიდია და სეზონის ბოლომდე დაგვეხმარება. არ ვფიქრობ, რომ მისი გადაწყვეტილება დამოკიდებული იქნება იმაზე, სად ითამაშებს მესი. თუ სერხიო კონტრაქტს გაახანგრძლივებს, ის კვლავაც მნიშვნელოვანი მოთამაშე იქნება „ბარსელონასთვის“, – თქვა ჩავიმ. ესპანელს...
სომხეთში აზერბაიჯანის დროშა დაწვეს
ერევანში, ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატი სკანდალით დაიწყო. სომხეთის დედაქალაქში აზერბაიჯანის ნაკრებიც გამოდის, ხოლო გახსნის ცერემონიაზე მათი დროშა დაწვეს. როდესაც გახსნის საღამოზე აზერბაიჯანის წარდგენის დრო მოვიდა, დარბაზში გამაყრუებელი სტვენა ატყდა, ხოლო გოგონას, რომელიც აზერბაიჯანს წარადგენდა, ტურნირზე აკრედიტირებული ადამიანი მივარდა, დროშა გამოგლიჯა და ცეცხლი წაუკიდა. დაცვის სამსახურმა თავდამსხმელი იქაურობას გაარიდა, დროშა კი ახლით შეიცვალა. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ...
მარიო რუი და მისი კონტრაქტი
„ნაპოლის” პორტუგალიელ მარცხენა მცველს მარიო რუის „პარტენოპეელებთან” 2025 წლის ივნისამდე აქვს კონტრაქტი. ის გუნდის მნიშვნელოვანი წევრია. მწვრთნელი, ლუჩანო სპალეტი მას პროფესორს ეძახის, სტატისტიკა კი როგორც ამბობენ ჯიუტია და ამბობს, რომ რუის მიმდინარე სეზონში 8(!) საგოლე პასი აქვს შესრულებული. აქ ძახილის ნიშანს პორტუგალიელის ამპლუის გამო ვწერთ. ის რომ გამთამაშებელი, ცენტრალური ნახევარმცველი ან თავდამსხმელი ყოფილიყო, ეს ციფრი...
დე ლაურენტისს სიფრთხილე მართებს
„ნაპოლი” და მისი გულშემატკივარი მიმდინარე სეზონში ძალიან დაუახლოვდნენ ერთმანეთს. ამ ფონზე უჩვეულოდ გამოჩნდა დაპირისპირება, რომელმაც ბოლო პერიოდში ბილეთების გაძვირებასა და სტადიონზე შესვლის წესის გამკაცრებასთან დაკავშირებით იჩინა თავი. იტალიური მედია ხშირად იმეორებს მწვრთნელის ლუჩანო სპალეტის სიტყვებს, რომ თუკი ქომაგები პროტესტის ნიშნად გუნდს „მილანთან” ჩემპიონთა ლიგის საპასუხო შეხვედრაშიც არ დაუჭერენ მხარს (როგორც ეს იმავე „მილანთან” ჩემპიონატის შეხვედრაში...
რუმინელებმა სპალეტის შეუტიეს
ჩემპიონთა ლიგაში, „მილანისა” და „ნაპოლის” პირველი მეოთხედფინალური შეხვედრის (1:0) მსაჯობამ გულშემატკივართა შორის ვნებათაღელვა გამოიწვია. იტალიურ მედიაში მრავლად გამოჩნდნენ ადამიანები, რომელთაც რუმინელ მსაჯს იშტვან კოვაჩს „ნაპოლის” საწინააღმდეგო შეცდომებში დასდეს ბრალი, თუმცა მრავლად იყვნენ ისეთებიც, ვინც კოვაჩის გადაწყვეტილებები სამართლიანად მიიჩნია. კოვაჩს სამშობლოში გამოესარჩლნენ. რუმინულმა „გაზეტა სპორტურილორმა” გამოაქვეყნა სარედაქციო წერილი, სადაც ლაპარაკია იმაზე, რომ ნეაპოლელები მსაჯობის თემით იმდენად...
მილანელებმა ნეაპოლელებს დაუბანელები უწოდეს
ოთხშაბათს, „სან სიროზე”, „მილანსა” და „ნაპოლის” შორის გამართული ჩემპიონთა ლიგის პირველი მეოთხედფინალური შეხვედრის დროს მასპინძელი გუნდის გულშემატკივარმა ტრიბუნაზე ბანერი გამოფინა. მასზე ეწერა: Via Raffaele Stasi 40/46 (Na). რას ნიშნავს ეს? ეს გახლავთ საწმენდი და ჰიგიენური საშუალებების მაღაზიათა ქსელის Acqua e soap (წყალი და საპონი) ნეაპოლური მისამართი. ბანერის გამოფენით ამპარტავანმა ჩრდილოელებმა სამხრეთელებს კიდევ ერთხელ უწოდეს დაუბანელები....
ბაიერნში ბოდიშს ელოდებიან
„ბაიერნის“ ხელმძღვანელობა თავდამსხმელ სადიო მანეს ინციდენტზე რეაგირების რამდენიმე ვარიანტს განიხილავს. კლუბი ფეხბურთელის დასჯის სამ ძირითად ვარიანტს განიხილავს: ჯარიმა, დროებითი დისკვალიფიკაცია და ფეხბურთელთან დაშორება. თავად მანე დღეს, 13 აპრილს, უკვე მივიდა მიუნხენის საწვრთნელ ცენტრში. აღნიშნავენ, რომ ფეხბურთელი კარგ ხასიათზე იყო და გაიღიმა. „ბაიერნი“ ელოდება, რომ მანე გუნდს დღეს ბოდიშს მოუხდის. შეგახსენებთ, „მანჩესტერ სიტისთან“ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური...
სტუმარი ფინჯან ყავაზე…
„ნაპოლის“ მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ, ჟურნალისტებს „მანჩესტერ სიტის“ დამრიგებლის, ხოსეპ გვსარდიოლას შესახებ გაუზიარა აზრი. „უპირველესად, გვარდიოლაზე ვისაუბრებ, რადგან მისგან ბევრი ვისწავლე. ის შეიძლება შევადაროთ მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელებს, რომელთაგანაც ყველა რაღაცას ითვისებს. ასევე მუდმივად ვადევნებ თვალს იურგენ კლოპის და რობერტო დე ძერბის მუშაობას. თუ ჩემმა ადრინდელმა სიტყვებმა გვარდიოლას შესახებ სასურველი გავლენა არ მოახდინა, ბოდიშს ვიხდი. მოგვწონს, როდესაც...
ფეხბურთელმა თავი დაიწვა
35 წლის ტუნისელმა ფეხბურთელმა ნიზარ აისაუიმ, კაირუანის მუჰაფაზას ანუ გუბერნიის ქალაქ ჰაფუზის პოლიციის შენობის წინ თავი დაიწვა. დაზარალებული თავიდან ჰოსპიტალ „აგლაბიტიში”, იქიდან კი ბენ არუს დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს. თვითმკვლელობის მცდელობამდე აისაუიმ ფეისბუქზე გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც წერდა, რომ მას ტერორიზმში უსამართლოდ დასდეს ბრალი. ისტორიას ზუსტად ვერ მოგახსენებთ, მაგრამ საქმეში გარეულია მავანი ბანანებით მოვაჭრე, რომელთანაც ფეხბურთელს კონფლიქტი...









