ხვალ ნაპოლის უცნობი რომა შეხვდება
კვირას „ნაპოლი’’ „რომას’’ მასპინძლობს. ეს იქნება რომაელთა პირველი თამაში კლაუდიო რანიერის ხელმძღვანელობით. მასპინძელთა თავკაცმა ანტონიო კონტემ კი მატჩის წინ ტრადიციული პრეს კონფერენცია გამართა.
დაბალანსებული ჩემპიონატი: დღეს ბევრ გუნდს დაახლოებით ერთი და იმავე რაოდენობის ქულა აქვს. ჩვენ კარგად მივდივართ, მაგრამ ასევე...
კვარაცხელიას საქმე სხვადასხვა რაკურსით
იმეორებენ და იმეორებენ იტალიურ მედიაში ერთსა და იმავეს, თან ყოველდღე ისეთი ტონით, სათაურითა და შეფუთვით გეგონება რაიმე ახალი გახდა ცნობილი. ეს კი მხოლოდ ერთ რამეს შეიძლება ნიშნავდეს: თემა, რომელსაც აპენინებზე ასე დაჟინებით ატრიალებენ მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია. საქმე ხვიჩა კვარაცხელიას...
ნერეში კარგი ჩოგბურთელი გამოვიდოდა
„ნაპოლის’’ ბრაზილიელმა გარემარბმა დავიდ ნერეშმა კლუბის ოფიცილაურ არხს ინტერვიუ მისცა. მოგეხსენებათ, იტალიაში ნერეშს ბევრი ხვიჩა კვარაცხელიას კონკურენტად მიიჩნევს და მავანნი იმასაც ამბობდნენ, რომ ანტონიო კონტეს უჯობს სასტარტო შემადგენლობაში ის ათამაშოს ვიდრე კვარაცხელია.
ზემოხსენებულ ინტერვიუში ბრაზილიელმა გულშემატკივარს თავი უკეთ გააცნო.
„ბედნიერი ბავშვობა...
ჰაშეკი: ვიცით, რომ საქართველოს ეს ბრილიანტი ჰყავს
დღეს ერთა ლიგის B1 ჯგუფის ბოლო ტურის შეხვედრაში ჩეხეთი საქართველოს მასპინძლობს. ჩეხთა მწვრთნელმა ივან ჰაშეკმა შეხვედრის წინა პრეს-კონფერენციაზე ასე ილაპარაკა:
- ამჯერად განსხვავებულად უნდა ითამაშოთ ვიდრე სექტემბერში თბილისში, როდესაც 1:4 წავაგეთ.
- იმ დღეს რა დაგვავიწყებს. ეს იყო დიდი ჩავარდნა. თბილისური...
ოღონდ სეზონის ბოლოს
როდესაც დე ლაურენტისს კვარაცხელიას შესაძლო გაყიდვის შესახებ ჰკითხეს, „ნაპოლის’’ პრეზიდენტმა მხრები აიჩეჩა, თუ წავა, გადავიტანთო. კონკრეტული მდგომარეობის გათვალისწინებით კონკრეტული პასუხია. ქართველს კლუბთან გაფორმებული აქვს ხელშეკრულება, რომელსაც ვადა 2027 წლის ბოლოს გასდის. ერთი ხანია მის გასაახლებლად მხარეები მოლაპარაკებებს აწარმოებენ. ეს...
ხვიჩას კომენტარი და იტალიელთა შფოთვა
თუკი საქართველოსა და უკრაინის ნაკრები გუნდების შეხვედრაში (1:1) ვინმე გამოირჩეოდა ეს ხვიჩა კვარაცხელია იყო, რომელმაც სწორედ ის ფეხბურთი ითამაშა, ასე რომ მოენატრა ქართველ გულშემატკივარს. მატჩის შემდეგ კვარაცელიამ თქვა:
„ვულოცავ გიორგი მამარდაშვილს, შეხვედრის ბოლოს მან გადაგვარჩინა. თუმცა, ეს მისთვის ჩვეულებრივი ამბავია....
კონტეს ნათქვამი „მაღლა” არ მოეწონათ
„ინტერისა’’ და „ნაპოლის’’ შეხვედრის შემდეგ (1:1), ნეაპოლელთა განრისხებულმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ პრეს-კონფერენციაზე მკაცრად ილაპარაკა. ის უკმაყოფილო იყო პენალტით, რომელიც მისი გუნდის კარში დანიშნეს ― ზამბო ანგისამ დენზელ დუმფრიზი წააქცია. დარტყმა ჰაქან ჩალჰანოღლუმ შეასრულა, ძელს გაარტყა ბურთი.
კონტეს მრისხანება არც იტალიელ...
ლუკაკუს პასებს აღარ აძლევენ
რამდენჯერ შეეხო რომელუ ლუკაკუ ბურთს „ინტერისა’’ და „ნაპოლის’’ შეხვედრაში? calcionapoli24-ის ინფორმაციით ოცდაერთჯერ. აქედან ათჯერ თანაგუნდელს პასი გადააწოდა, კარში კი ერთხელაც არ დაურტყამს.
შემდეგი კითხვა ასეთია: ამ 21 შეხებიდან რამდენი იყო საჯარიმო მოედანში? ერთი!
პორტალის თქმით ბელგიელ თავდამსხმელზე იმის თქმა, რომ კრიზისშია...
რუსოტო: კვარამ კონტეს ალღო ბოლომდე ვერ აუღო
36 წლის შემტევი ნახევარმცველი ანდრეა რუსოტო 2008-09 წლებში იჯარით „ნაპოლიში’’ თამაშობდა. ის სერია D-ში დღესაც ბურთაობს. რუსოტომ Calcio Time-თან ინტერვიუში სხვა თემებთან ერთად ხვიჩა კვარაცხელიაზეც ილაპარაკა.
„ვფიქრობ, კვარამ „ნაპოლიში’’ ჩამოსვლისთანავე სასწაული სეზონი ჩაატარა. ის უმაღლესი კლასის ფეხბურთელია და ამიტომ არ...
ინტერის 51 ნაპოლის წინააღმდეგ
„გაძეტა დელო სპორტის’’ ონლაინ ვერსიის კოორდინატორმა პასკუალე სალვიონემ 1 Station Radio-ს გადაცემა 1 Football Club-ის ეთერში „ნაპოლისთან’’ დაკავშირებული რამდენიმე საკითხი გაარჩია. მან ყურადღება შეაჩერა „ინტერთან’’ მომავალ შეხვედრასა და ხვიჩა კვარაცხელიასა და ალექს მერეტის ჯერაც გაურკვეველ საკონტრაქტო საკითხებზე.
„დღევანდელ შეზვედრაში „ინტერი’’...
ვილი სანიოლი: ნოემბერში უნდა დავამტკიცოთ…
უკრაინასა და ჩეხეთთან დასკვნით მატჩებამდე საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა პრესკონფერენცია გამართა. მან ტქვა, რომ...
„ბოლო წლები ძირითადად ერთ ტაქტიკურ სქემას ვიყენებთ. ამ მხრივ ხშირი ცვლილება მიზანშეწონილი არ არის, რადგან ფეხბურთელებმა უნდა იცოდნენ, როგორ ვთამაშობთ. სქემაში ცვლილებები ტრავმებით და დისკავიფიკაციით...
კვარას კანონი
კვარა „სან სიროზე’’ ბრუნდება. თორმეტი დღის წინ მან ამ სტადიონზე „მილანს’’ გაუტანა. ეს იყო მისი მეხუთე გოლი მიმდინარე სეზონში. ხვიჩა „ინტერს’’ სერია A-სა და იტალიის სუპერთასზე ხუთჯერ ეთამაშა, მაგრამ მის კარში გოლი არასდროს გაუტანია. თუმცა, როგორც ჯოვანი დი ლორენცო...
ზვოკი: ეს კვარას ფეხბურთი არ არის
„ნაპოლის’’, „ლივორნოს”, „რავენას”, „ვენეციას”, „ტორინოსა” და „ვიჩენცას” ყოფილი ფეხბურთელი სტეფან ზვოკი იტალიური მედიასივრცის ხშირი სტუმარია. ამჯერად ზვოკმა გადაცემა Il Bello del Calcio-ში „ნაპოლისა’’ და „ატალანტას’’ თამაშზე ილაპარაკა, რომელიც ბერგამოელებმა 3:0 მოიგეს. კვირას ნეაპოლელები მილანში „ინტერს’’ შეხვდებიან.
„კონტეს რაღაც მეტი უნდა...
იმსახურებს კვარაცხელია რასაც ითხოვს?
„ნაპოლიმ’’ „ატალანტასთან’’ 0:3 წააგო. პორტალ areanapoli-ს თქმით ეს ტრაგედია არ არის, მაგრამ სიგნალია. მატჩის წინ ანტონიო კონტემ ზუსტად განსაზღვრა ის ბარიერები, რომელთა გადალახვაც მის ფეხბურთელებს ევროპის ერთ-ერთ უძლიერეს გუნდთან შეხვედრაში მოუწევდათ. ის, რომ ბერგამოელები კონტინენტზე ერთ-ერთი საუკეთესონი არიან, მათ...
ახლოვდება საჩემპიონო დუელი
სერია A-სა და ჩემპიონთა ლიგის დინამიკა უპრეცედენტო ემოციურ ფონს ქმნის: სკუდეტოსთვის ბრძოლაში მთავარი კონკურენტებიდან „ნაპოლი’’ უპირატესობას ფლობს, რადგან კვირაში მხოლოდ ერთ თამაშზეა კონცენტრირებული, „ინტერის’’ გრაფიკი კი გაცილებით დატვირთულია. მილანელებს წინ დიდი გამოწვევები ელით, თუნდაც ოთხშაბათის შეხვედრა „არსენალთან’’, რომელიც მისი...
რა უნდა ჯუღელს?
SKY Sport-ის ინფორმაციით „ნაპოლის’’ წარმომადგენლები მილანში ხვიჩა კვარაცხელიას აგენტ მამუკა ჯუღელს შეხვდნენ. სატრანსფერო საქმეთა ექსპერტი ჯანლუკა დი მარცო კი დეტალების დაზუსტებას ცდილობს და თავის საიტზე წერს, რომ კლუბი ქართველს წელიწადში 5 მილიონ ევროს სთავაზობს, მომდევნო სეზონებში მომატების პერსპექტივით. თუმცა,...
ბოლონიაში წვიმამ ნაპოლი დააზარალა
როგორც ცნობილია, რამდენიმე დღის წინ ემილია რომანიას რეგიონში მოსული ძლიერი წვიმის გამო „ბოლონიისა’’ და „მილანის’’ დღევანდელი შეხვედრა გადაიდო. ადგილობრივმა ხელიასუფლებამ ჩათვალა, რომ მისასვლელი ქუჩების აღდგენამდე „სტადიო დალ’არაზე’’ მატჩის ჩატარება და 35 ათასი გულშემატკივრის მასპინძლობა მიზანშეწონილი არ არის, რამაც დიდი...
ნაპოლიმ 6 თქვა და დაამთავრა
მიდის თუ რჩება? არა და არ ცხრება მითქმა-მოთქმა ხვიჩა კვარაცხელიას კონტრაქტის გარშემო. „ნაპოლიმ’’, როგორც ჩანს, თავისი ბოლო სიტყვა თქვა: წელიწადში 6 მილიონი ევრო ბონუსებიანად. კლუბი დარწმუნებულია, რომ ქართველისთვის ეს სამართლიანი თანხაა. უახლოეს პერიოდში (ამბობენ ორი კვირის განმავლობაშიო) პარტენოპეელები სწორედ...
ნერეში ძირითადში ადგილს ითხოვს
„ნაპოლის’’ თავდასხმა მიმდინარე სეზონში ძალიან ძლიერია. იტალიური საიტები ხაზს უსვამენ, რომ ანტონიო კონტეს გუნდის წინა ხაზზე როგორც ძირითადის ასევე თადარიგის ფეხბურთელები უმაღლეს დონეზე თამაშობენ. განსაკუთრებული გამორჩევის ღირსი კი არის ბრაზილიელი დავიდ ნერეში, რომელიც ყველაზე მეტად იმსახურებს ადგილს ძირითად შემადგენლობაში....
რამდენჯერ თქვა დე ლაურენტისმა: წავა? გადავიტანთ!
ნეაპოლურმა გაზეთმა „ილ მატინომ’’ „ნაპოლის’’ პრეზიდენტის აურელიო დე ლაურენტისის მიერ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ნათქვამი წინადადების გაანალიზება სცადა. დე ლაურენტისმა ქართველ ვარსკვლავზე ასე თქვა: „თუ წავა, ჩვენ ამას გადავიტანთ’’, გაზეთმა კი დაწერა, რომ ეს პრეზიდენტის საკულტო გამონათქვამია და გაიხსენა „ნაპოლის’’...
სუპერლიგა ამ მოსაწყენ ჩემპიონთა ლიგაზე უკეთესი აღარ იქნებოდა?
იტალიური პორტალი ilnapolista გვთავაზობს ჟურნალისტ მარკო პიჩირილოს წერილს სახელწოდებით „სუპერლიგა ამ მოსაწყენ და გაცვეთილ ჩემპიონთა ლიგაზე უკეთესი აღარ იქნებოდა?’’ შესავალში ავტორი წერს, რომ ჩვენ ყველანი ერთმანეთს ტელეეკრანებთან 2025 წლის 4 მარტს შევხვდებით, მანამდე კი საკუთარი საქმეებით ვიქნებით დაკავებულები. პიჩირილო...
რობერტო სოსა: კვარაცხელია სწორედ რომ ძვირი ღირს
რობერტო სოსა 49 წლის არგენტინელი ვეტერანია, რომელიც 2004-08 წლებში „ნაპოლიში’’ თამაშობდა. თავდამსხმელმა „აძურის’’ მაისურით 116 შეხვედრაში 28 გოლი გაიტანა. სოსამ, Tele A-თან ინტერვიუში ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ილაპარაკა.
„ეკონომიკური თვალსაზრისით ვერაფერს გეტყვით. რამდენი უნდა იყოს კვარაცხელიას ხელფასი 4, 5 თუ 6...
მამარდას ამბავი უცხოეთში
„სარბიელის“ გამოკითხვის შედეგად საქართველოს 2023-2024 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად გიორგი მამარდაშვილის გამოცხადებას, ცხადია, უცხოური მედიაც გამოეხმაურა. აგერ, მაგალითად, რას წერს „ვალენსიას“ სოციალური პლატფორმა:
„ვალენსიას“ მეკარე გახდა საქართველოს ისტორიაში პირველი მეკარე, რომელმაც ეს ჯილდო მეორედ მოიგო.
ქართველი მეკარე 2023-24 სეზონში შესანიშნავი თამაშის...
რატომ არ მოსწონდა ლუკაკუს ინგლისი?
„ნაპოლის’’ ახალწვეულმა, ცნობილმა ბელგიელმა თავდამსხმელმა რომელუ ლუკაკუმ პოდკასტ Friends of Sports-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა, სადაც ბევრ სხვადასხვა საკითხზე ილაპარაკა და ხვიჩა კვარაცხელიაც ახსენა. თავიდან მან ინგლისში გატარებული პერიოდი გაიხსენა:
„ინგლისში ჩემზე ამბობდნენ, რომ ზარმაცი ვარ, გულმოდგინედ არ ვვარჯიშობ, ლიდერის თვისებები...
იტალიელებმა ხვიჩას კონტრაქტზე ლაპარაკს მოუხშირეს
ბოლო პერიოდში იტალიურ მედიაში, კერძოდ კი ნეაპოლურ საიტებზე ძალიან მოხშირდა ხვიჩა კვარაცხელიას კონტრაქტთან დაკავშირებული წერილები. იტალიელები იმეორებენ, რომ ქართველ გარემარბთან, უფრო კი მის გარემოცვასთან „ნაპოლი’’ საერთო ენას ვერ პოულობს. ამ საკითხზე სალაპარაკოდ იწვევენ ექსპერტებს, ფუნქციონერებს, ვეტერან ფეხბურთელებს. Radio Marte-სთვის...
ორშაბათს: მამარდაშვილი და მისი პირველი სარკე
სანაკრებო კვირეულის შემდეგ ევროპაში ეროვნული ჩემპიონატები განახლდება. ესპანურ ლა ლიგაში საქართველოს 2023-24 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია’’ „ლას პალმლასს’’ მასპინძლობს. AS წერს, რომ ეს იქნება ძველი თანაგუნდელების მამარდაშვილისა და ჰოლანდიელი ჯასპერ სილესენის შეხვედრა. სილესენი ის მეკარეა, რომელიც...
რას წერს მამარდაზე ლივერპულის საიტი
გიორგი მამარდაშვილმა, რომელიც მომდევნო სეზონში ლივერპულში ჩამოვა, მკაცრად გააფრთხილა ალისონ ბეკერი, რომ ის „ენფილდზე’’ პირველ მეკარეობას აპირებს. საქართველოს ნაკრების გოლკიპერი „წითლებს’’ 2025 წელს უნდა შეუერთდეს. „ლივერპული’’ ბოლო სატრანსფერო ბაზრობაზე „ვალინსიასთან’’ შეთანხმდა, რომ ამ სეზონში მამარდაშვილი ესპანეთში დარჩება, ხოლო 2025/26...
ხუთი არდანიშნული პენალტიდან ერთი კვარაზეც იყო
სერია A-ს შეხვედრებზე მსაჯთა გამანაწილებელი ჯანლუკა როკი მისი ქვეშვრდომების შეცდომათა რაოდენობას აღუშფოთებია, napolipiu კი წერს, რომ ეს ხუმრობას ჰგავს, რადგან სინამდვილეში ფეხბურთელები და „ნაპოლის’’ გულშემატკივრები უნდა იყვნენ გაბრაზებულები. პორტალი ამბობს, რომ შვიდ ტურში მსაჯთა შეცდომები „ნაპოლის’’ ოთხ თამაშს გადაწვდა....
ფაზანო: ნერეშის შეძენა იმას ნიშნავდა, რომ კვარას გასაყიდად ემზადებიან
სატრანსფერო ბაზრის ხელახალ გახსნამდე ჯერ რამდენიმე თვეა, მაგრამ „ნაპოლი’’ გუნდის გაძლიერება-გადახალისების მიმართულებით უკვე მუშაობს. ვისთან ცდილობს გარიგებას აურელიო დე ლაურენტისი? სატრანსფერო ბაზრის ექსპერტმა ჯერარდო ფაზანომ areanapoli-თვის მიცემულ ინტერვიუში თქვა:
„ვფიქრობ, „ნაპოლი’’ მცველს იყიდის, რადგან რაფა მარინი იმედი არ გვაქვს, ჟუან...
დე ლაურენტისის ახალი ან ძველი შეთავაზება
„გაძეტა დელო სპორტის’’ გუშინდელი ინფორმაციით „ნაპოლის’’ პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისს სურს ქართველ გარემარბს ხვიჩა კვარაცხელიას ხელფასი გაუზარდოს. გაზეთი შეგვახსენებს, რომ ჯერჯერობით კვარაცხელიას გასამრჯელო წელიწადში 1.8 მილიონი ევროა, დე ლაურენტისი კი მას რომელუ ლუკაკუს ტოლ შემოსავალს ჰპირდება. სტატიაში არ წერია...
ძოლა: ილდიზი და კვარა მომწონს, მაგრამ ისინი უცხოელები არიან
ტრენტოში გამართულ „ფესტივალ დელო სპორტში’’ სხვა ვეტერან ფეხბურთელებთან ერთად ცნობილი ჯანფრანკო ძოლაც მონაწილეობდა. ძოლა 1989-93 წლებში „ნაპოლიში’’ თამაშობდა და დიეგო მარადონასთან ერთად სკუდეტო მოიპოვა. ფესტივალზე მან თავისი კარიერის ზოგიერთი ნაბიჯი გაიხსენა და რამდენიმე სხვა საკითხსაც შეეხო:
...მე და მარადონა განსხვავებული...
ტარე: კვარა ლაციოში გადასვლასთან ახლოს იყო
„ლაციოს’’ ყოფილი სპორტული დირექტორი (2009-2023), ვეტერანი ალბანელი ფეხბურთელი იგლი ტარე TvPlay-სთვის მიცემულ ვრცელ ინტერვიუში ამბობს, რომ თავის დროზე ხვიჩა კვარაცხელიას „ლაციოში’’ გადაყვანამდე ცოტა დააკლდა.
„კვარაცხელიას კანდიდატურას „ლაციოში’’ განვიხილავდით, მაგრამ ტრანსფერი ვერ შედგა.
რატომ? არ ვიცი. ამას მე ვერ გეტყვით. არადა, სამწუხაროა,...
კონტეს ტაქტიკა და პოლიტანოს როლი
დავიდ ნერეში რასაკვირველია ტუზია, რომელსაც ანტონიო კონტე ყოველთვის დროულად ათამაშებს, მაგრამ როდესაც „ნაპოლიზე’’ ვლაპარაკობთ უპირველეს ყოვლისა უნდა ვახსენოთ ადამიანი, რომელიც სინიორ ანტონიოს ძალიან უადვილებს იმ ტაქტიკაზე გადასვლას მწვრნელმა პირველად ტურინში „იუვენტუსთან’’ შეხვედრაში რომ შემოგვთავაზა. ეს ადამიანი გახლავთ მატეო პოლიტანო....
კვარაცხელიას ტერფი გასიებული ჰქონდა
ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. ქართველის ტექნიკური უნარები საშუალოზე მაღალია. მეტოქეები მის შესაჩერებლად ყველა ხერხს იყენებენ, მეტად თუ ნაკლებად ნებადართულს. „ნაპოლისა’’ და „კომოს’’ შეხვედრის შემდეგ გარემარბის ტერფი მიყენებული დარტყმებისგან აშკარად გასიებული იყო. ასე იტალიის ჩემპიონატს ყოველ ტურში...
ნეაპოლში კვარას ნაცვლად სასტარტოში ნერეშის დაყენებაზე ალაპარაკდნენ
პორტალი ilnapolista აქვეყნებს საინტერესო წერილს, რომლის ავტორიც „ნაპოლისა’’ და „კომოს’’ თამაშის ფონზე რომელუ ლუკაკუსა და ხვიჩა კვარაცხელიას საკითხს განიხილავს. ის ჯერ ლუკაკუზე წერს, რომ გულშემატკივარს ხშირად სტერეოტიპული აზროვნება ახასიათებს. ასე მაგალითად, თუ ლაპარაკია ცენტრალურ თავდამსხმელზე, ხალხს მიაჩნია, რომ თამაშში...
კონტე შეიძლება სპალეტის და ანჩელოტის გაუტოლდეს
„ნაპოლის" თავკაცი ანტონიო კონტე სერია A-ში სექტემბრის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს. იმას, თუ ვინ არის თვის საუკეთესო მწვრთნელი სპორტული გაზეთების რედაქტორებისგან შექმნილი ჟიური წყვეტს. ჟიური წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმებით ხელმძღვანელობს. ტექნიკურ-სპორტული კრიტერიუმის გარდა ყურადღება ექცევა თამაშის ხარისხს და მოედნის კიდესთან ქცევას....
ქართული ძიუდოს ახალი თავი
საქართველოს ძიუდოს ფედერაციის საანგარიშო-საარჩევნო ყრილობაზე ფედერაციის პრეზიდენტად ლევან ნოზაძე აირჩიეს.
ყრილობა ძიუდოს აკადემიაში ჩატარდა და 57 დელეგატიდან 45 დაესწრო. ფედერაციის პრეზიდენტმა გიორგი ათაბეგაშვილმა, რომელიც ფედერაციას ორი საარჩევნო ვადით ხელმძღვანელობდა და წესდების მიხედვით პრეზიდენტობის უფლება აღარ ჰქონდა, მოკლედ მიმოიხილა მის პრეზიდენტობის...
მარიო რუი დაბრუნებას ითხოვს
ბოლოდროინდელმა მოვლენებმა პორტუგალიელი მცველი მარიო რუი ცოტა მიგვავიწყა, არადა მან შესაძლოა „ნაპოლის" უჩივლოს. რუიმ კლუბს გუნდში დაბრუნება მოთსთხოვა. ამავე პრეტენზიით 33 წლის მოთამაშემ მიმართა იტალიის ფეხბურთელთა ასოციაციასაც. ის პროფკავშირისგან დახმარებას ითხოვს.
მას მერე, რაც „ნაპოლის" სათავეში ანტონიო კონტე ჩაუდგა, მარიო...
ვერდიქტი – პენალტი იყო!
ევრო 2024-ის მეოთხედფინალში გერმანიისა და ესპანეთის ნაკრებების მატჩის 107-ე წუთზე, როცა ანგარიში 1:1 იყო, ესპანელთა მცველს, მარკ კუკურელის საჯარიმოში ბურთი ხელზე მოხვდა, მაგრამ ინგლისელმა არბიტრმა, ენტონი ტეილორმა (ვიდეორეფერისთან კონსულტაციის შემდეგ) თერთმეტმეტრიანი არ დანიშნა, მატჩის შემდეგ კი უეფა-ს სამსაჯო კომიტეტმა...
დიდი კეთილი ლუკაკუ და მელანქოლიკი კვარაცხელია
„იუვენტუსისა" და „ნაპოლის" შაბათის თამაში (0:0) მრავალმხრივ საინტერესო გამოდგა. ერთი მხრივ ტურინში მოპოვებულმა ქულამ ნეაპოლელთა ბანაკი და გუნდის მწვრთნელი ანტონიო კონტე გაახარა. მეორე მხრივ კი „პარტენოპეელებმა" შეტევაში ვერ გამოიჩინეს თავი. რომელუ ლუკაკუს და ხვიჩა კვარაცხელიას თამაში ჩაუვარდათ, რაც ბევრი...
რექტორმა ხვიჩა დაიწუნა
areanapoli წერს, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ „იუვენტუსისა" და „ნაპოლის" შეხვედრაში ვერ გაიბრწყინა, არადა ეს მატჩი „აძურისთვის" ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი იყო. მეორე ტაიმის შუაში, როდესაც ქართველი შეცვალეს, კამერებმა დააფიქსირეს, რომ ის უკმაყოფილო იყო. მართალია, ახალი სეზონი ანტონიო კონტეს ხელმძღვანელობით „ნაპოლის" 77-მა...
პელე: ან ისიც ავტობუსში ამოვიდეს ან მე წავალ
1982 წლის მსოფლიოს ჩემპიონმა იტალიელმა მარკო ტარდელიმ ფეხბურთის ისტორიაში ორი უდიდესი ფუიგურის პელესა და მარადონას ცხოვრებიდან სასეირო ეპიზოდი გაიხსენა. ეს ამბავი კიდევ ერთი გამორჩეული ვარსკვლავის მიშელ პლატინის გამოსათხოვარი მატჩის დღეს მოხდარა. როდესაც შეხვედრის მონაწილენი სტადიონზე წასასვლელად ავტობუსში ავიდნენ, გვერდით...
სარი: სიყვარულის გამო ნაპოლის ვირჩევ
მაურიციო სარიზე ამბობენ, რომ ის შეიძლება „მილანის" შემდეგი მწვრთნელი გახდეს. მანამდე კი „ლაციოს", „იუვენტუსის", „ჩელსის", „ნაპოლისა" და „ემპოლის" ყიფილმა თავკაცმა ალფრედო პედულას YouTube არხს მისცა ინტერვიუ, სადაც „იუვენტუსისა" და „ნაპოლის" დღევანდელ შეხვედრაზეც ილაპარაკა. გთავაზობთ ამონარიდებს:
...გუნდები ახლა ეცნობიან ერთმანეთს. ზაფხულში...
კვარაზე რივერა გაახსენდათ
„კალიარის" მცველ გაბრიელე ძაპას ოცი წამი დასჭირდა ხვიჩა კვარაცხელიასთვის კოჭში რომ ჩაერტყა. „ნაპოლის" თავკაცმა ანტონიო კონტემ ამ ეპიზოდს შემაშფოთებელი უწოდა და მსაჯებს უხეში ფეხბურთელების წინააღმდეგ მეტი სიმკაცრისკენ მოუწოდა.
ოცდათექვსმეტი წლის წინ მარკო ტარდელიმ ჯანი რივერას თამაშის დაწყებიდან სამ წამში ჩასცხო....
კარგი მოსწავლე ალესანდრო ბონჯორნო
„ნაპოლის" ახალწვეულთა შორის ერთ-ერთი გამორჩეული გახლავთ 25 წლის იტალიელი მცველი ალესანდრო ბონჯორნო, რომელიც გასულ სეზონში „ტორინოში" საბა საზონოვის თანაგუნდელი იყო, ახლა კი ხვიჩა კვარაცხელიასთან ერთადაა. მან ბოლო ტურში სარდინიაზე „კალიარის" გოლიც გაუტანა. ბონჯორნოს უკეთ გასაცნობად „პარტენოპეელთა" YouTube არხმა მასთან...
ტოტო სკილაჩის ბიძაშვილი თამაშგარე მდგომარეობაში
მსოფლიო ფეხბურთი ტოტო სკილაჩის გლოვობს. 59 წლის იტალიელი მსხვილი ნაწლავის სიმსივნეს ებრძოდა. ბოლო დროს, დაავადებამ შემოუტია და ის პალერმოს საავადმყოფო ჩივიკოში (სამოქალაქო საავადმყოფო) დააწვინეს, სადაც გრდაიცვალა. „სკუადრა აძურას" კოლორიტული ვარსკვლავის სიკვდილმა კი საზოგადოებას მისი ბიძაშვილი, ასევე ყოფილი ფეხბურთელი მაურიციო...
კასანოს კონტეს ფეხბურთი ეზიზღება
„ნაპოლიმ" „კალიარის" სტუმრად 4:0 მოუგო. გაიხარეს კამპანიური გუნდის გულშემატკივრებმა. პრესა სავსეა ოპტიმისტური წერილებით. ამბობენ, რომ რომელუ ლუკაუსა და ხვიჩა კვარაცხელიას წყვილი უკვე ჩინებულად თამაშობს და მალე შესაძლოა კვარა-ოსიმენის წყვილსაც აჯობოს, მაგრამ ბევრი „აძურის" მიერ სარდინიაზე ნაჩვენები ფეხბურთით აღფრთოვანებული არ...
სარდინიელთა აგრესია: ნეაპოლელები ნაგავი და კამორისტები ხართ!
სარდინიაში გამომავალი რეგიონული გაზეთის „ლ'უნიონე სარდას" თანამშრომელმა სტეფანია ლა პენიამ თავის X პლატფორმაზე „ნაპოლისა" და ნეაპოლელებს შეურაცხყოფა მიაყენა, რის გამოც სკანდალში გაეხვა. ამბობენ, რომ სარდინიელი ქალბატონის გაწიწმატება კალიარიში სტუმარი გუნდის გულშემატკივართა მიერ გამოფენილმა პროვოკაციულმა პლაკატმა გამოიწვია. პლაკატზე ეწერა: „ცხვრებზე...
რასპადორი – ნაკრებში ბრწყინვალე და ნაპოლიში დაკარგული
ძლიერად დაიწყო ერთა ლიგის გათამაშება იტალიის ნაკრებმა ლუჩანო სპალეტის ხელმძღვანელობით. პირველ შეხვედრაში მან პარიზში „საფრანგეთს" მოუგო (3:1), წუხელ კი ისრაელს აჯობა ბუდაპეშტში (ნეიტრალურ მოედანზე) 2:1. სპალეტიმ ორივე შეხვედრაში ათამაშა ქართველი გულშემატკივრისთვის კარგად ნაცნობი ჯაკომო რასპადორი, რომელიც საფრანგეთთან შესვენების შემდეგ...
ნეაპოლში ყველა ფეხბურთის გიჟია
ნეაპოლში ეტყობა მართლა ყველა გიჟია, ყოველ შემთხვევაში როდესაც საქმე ფეხბურთს ეხება. რადიო Punto Zero-ს გადაცემა Napoli Magazine Live-ს ინტერვიუ მისცა ცნობილმა იტალიელმა, კერძოდ ნეაპოლელმა მსახიობმა სალვატორე ესპოზიტომ, რომელსაც ქართველი მაყურებელი კარგად იცნობს სერიალებიდან „გომორა" და „ფარგო". ესპოზიტომ ფეხბურთზე ილაპარაკა,...