მასიმილიანო ალეგრი „მილანის’’ ახალი მწვრთნელია. მან სერჟიო კონსეისაო შეცვალა. კლუბსა და ფეხბურთის ლივორნოელ სპეციალისტს შორის შეთანხმება შედგა. ალეგრის „როსონერი’’ ადრეც გაუწვრთნია: 2010 წლის ზაფხულიდან 2014 წლის იანვრამდე. როგორც იტალიური წყაროები იტყობინებიან, გარიგებაში გადამწყვეტი როლი მილანელთა ახალმა სპორტულმა დირექტორმა ალბანელმა ვეტერანმა იგლი ტარემ ითამაშა. ის პირადად შეხვდა „კალიარისა’’ და „იუვენტუსის’’ ყოფილა თავკაცს და საქმე მოაგვარა. გუშინ...
Author: პაპუნა კედია (პაპუნა კედია)
ფრთხილად, არ დათარსოთ!
პარიზელები ეტყობა ცრუმორწმუნე ხალხი არ არის. მათ დიდი მსჯელობა აქვთ იმის შესახებ, თუ როგორი ზეიმი უნდა მოაწყონ ჩემპიონთა ლიგის ფინალში „ინტერთან’’ გამარჯვების შემთხვევაში. როგორც ადრე ვწერდით, კვირას შუადღისას გუნდი თასით შონზ ელიზეზე ჩაივლის. „პარიზიენის’’ ინფორმაციით მიუნხენიდან გუნდი შარლ დეგოლის აეროპორტში დღის 4 საათზე ჩაფრინდება, 5 საათზე კი ქალაქის მთავარ გამზირს მიაღწევს და პარადიც დაიწყება. სახალხო...
პარიზელებს პარადი უნდათ, ოლქის მერიას კი ეშინია
თუ „პარი სენ ჟერმენი’’ შაბათ საღამოს „ინტერს’’ დაამარცხებს და ჩემპიონთა ლიგას მოიგებს, პარიზში დაბრუნებული ფეხბურთელები შონზ ელიზეზე პარადს მოაწყობენ. ეს ცნობა პირველმა RMC Sport-მა გაავრცელა და მოგიანებით „პარიზიენმა’’ დაადასტურა. პარიზული კლუბის ხელმძღვანელობამ დედაქალაქის მერიას ნახევარფინალში გამარჯვებისთანავე მიმართა, მაგრამ მკაფიო პასუხი მყისიერად არ მიუღია. არადა ეს პარადი პარიზულ კლუბს ისტორიაში პირველი „დიდყურა თასის’’ მოგების შემთხვევაში საშუალებას...
როკენCole მუდრიკის გარეშე
„ჩელსიმ’’ „ბეტისს’’ კონფერენციის ლიგის ფინალში 4:1 მოუგო და ჯილდო აღმართა. თავიდან „ბეტისი’’ იგებდა, მაგრამ კოულ პალმერმა ორი საგოლე პასით ლონდონელები გამარჯვების ტალღაზე მომართა: გოლები ენცო ფერნანდესმა და ნიკოლას ჯექსონმა გაიტანეს. შემდეგ კი ჯეიდონ სანჩომ და მოისეს კაისედომ თითო დაამატეს. პალმერის გამორჩეული წვლილი „სანმა’’ გამორჩევით დააფასა და ლონდონელთა გამარჯვებისადმი მიძღვნილ წერილს „როკენ კოლი’’ დაარქვა. ამრიგად, „ჩელსიმ’’...
ვინ შეცვლის ინძაგის?
დღეს მილანში, „ინტერის’’ ბანაკში სრული კონცენტრაციაა. „პარი სენ ჟერმენთან’’ ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩის წინ სხვა საკითხებზე ენერგიას არავინ ხარჯავს, მაგრამ ფაქტი მაინც ფაქტად რჩება: ბოლოხანს სიმონე ინძაგიმ ქარაგმულად და მინიშნებებით თქვა, რომ მიუხედავად იმისა, თუ როგორ დამთავრდება ფინალი, შესაძლოა „ნერაძური’’ დატოვოს. calciomercato-ს მიმომხილველის ანდრეა დისტასოს აზრით კლუბი ხვადასხვა შესაძლო სცენარისთვის ამთავითვე უნდა მოემზადოს. ერთი წლის...
გაუგონარი ისტორია ჟორჟის კლუბის თავს
გაუგონარი უყურადღებობის თუ დანაშაულებრივი გულგრილობის გამო ჟორჟ მიქაუტაძის „ლიონი’’ იმ კლუბებს შორის აღმოჩნდა, რომელთაც ახალი ფეხბურთელების რეგისტრაცია აუკრძალეს. მართალია რიონისპირეული კლუბის შეფები ამბობენ, რომ ფიფასთან სიტუაცია დაარეგულირეს, მაგრამ პრესა ამტკიცებს, რომ დაწყნარების საბაბი არ არსებობს. წერენ, რომ კლუბის ამერიკელმა მეპატრონემ ჯონ ტექსტორმა გულშემატკივრებს შეიძლება „ლიონისა’’ კომპანია Eagle Football-ის ფინანსური მდგომარეობის შესახებ დამამშვიდებელი ამბები მოუყვეს, მაგრამ...
კვარა ვარჯიშს დაუბრუნდა
ხვიჩა კვარაცხელია, რომელმაც საფრანგეთის თასის ფინალი შაკიკის გამო გააცდინა, სამშაბათ შუადღისას, „ინტერთან’’ თამაშამდე ოთხი დღით ადრე ვარჯიშს დაუბრუნდა. „პარი სენ ჟერმენის’’ მიერ „რეიმსის’’ 3:0 დამარცხებიდან ორდღენახევრის შემდეგ პსჟ პუასის ბაზაზე შეიკრიბა და ჩემპიონთა ლიგის ფინალისთვის საბოლოო მზადება დაიწყო. შეხვედრა შაბათს, 31 მაისს მიუნხენში, საქართველოს დროით 23 საათზე დაიწყება. პრესის აზრით, სამშაბათის ვარჯიში საყურადღებო იმით იყო,...
ბუდუს ბედი მეორე თამაშში გადაწყდება
ბუდუ ზივზივაძის „ჰაიდენჰაიმმა” „ელვერსბერგთან” ფლეი-ოფში ორგოლიანი ჩამორჩენა გამოასწორა: 2:2. დარჩება „ჰაიდენჰაიმი” ბუნდესლიგაში თუ მის ადგილს „ელვერსბერგი” დაიკავებს, საპასუხო შეხვედრაში გადაწყდება. როგორც მოსალოდნელი იყო მატჩი დაძაბული გამოდგა, ფეხბურთელებს ერთგვარი აგრესიაც კი შეენიშნებოდათ. მსაჯმა სვენ იაბლონსკიმ პირველ 15 წუთში ბევრი ჯარიმა დანიშნა და ფეხბურთელები სიტყვიერად გააფრთხილა. ზივზივაძე სასტარტო შემადგენლობაში არ იყო. მასპინძლებს იმთავითვე შეეძლოთ გოლების გატანა, ვინაიდან...
კორბერანის ხელში მამარდას ვალენსია მეოთხე ადგილზეა
გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია’’ ლა ლიგის ბოლო მატჩს სტუმრად „რეალ ბეტისის’’ წინააღმდეგ გამართავს. რამდენიმე თვის წინ გულშემატკივარს ეგონა, რომ ეს შეხვედრა უმაღლეს დივიზიონში ადგილის შესანარჩუნებლად სამკვდრო-სასიცოცხლო მნიშვნელობისა იქნებოდა, მაგრამ „ღამურების’’ თავკაცად კალოს კორბერანის დანიშვნის შემდეგ ვითარება ძირეულად შეიცვალა. „ვალენსიამ’’ მეორე წრეში 32 ქულა მოაგროვა და სეზონის ბოლო სამ მატჩს თეორიულად უსაფრთხოდ შეხვდა. მეტიც, გუნდს ევროპულ ასპარეზზე...
ჩრდილოეთ ლონდონი მათია!
ბილბაოში „ტოტენჰემმა’’ მანჩესტერ იუნაიტედს’’ ევროპის ლიგის ინგლისური ფინალი მოუგო (1:0) და ლონდონში, სტადიონზე შეკრებილი გულშემატკივარი მოედანზე გადახტა. „სფურზს’’ გამარჯვება ბრენან ჯონსონის მიერ 42-ე წუთზე გატანილმა გოლმა მოუტანა. გიჟური ზეიმი მოეწყო ბასკეთის დედაქალაქშიც. „ტოტენჰემის’’ ფანების გულიდან წლობით ნაგროვებმა ემოციამ ამოხეთქა. რა ხანია „დეზებს’’ ლონდონის ჩრდილოეთში ჯილდო არ ჩაეტანათ. „ტოტენჰემ ჰოთსპურ სთედიუმის’’ ტრიბუნები ხალხით იყო სავსე. იქ...









