ესპანეთის ნაკრები რომ მსოფლიოს ჩემპიონატის ერთ-ერთი ფავორიტია ლაპარაკი არ უნდა. ერთადერთი, რაზეც ბოლოხანს გულშემატკივრები დავობდნენ მეკარის პოზიცია იყო. ვინ უნდა იდგეს მუნდიალზე „ლა როხას“ კარში? – აი, ეს კითხვა აწუხებდათ იბერიის ნახევარკუნძულზე, მაგრამ, როგორც გაირკვა, მწვრთნელ ლუის დე ლა ფუენტეს ყველაფერი იმთავითვე მოფიქრებული ჰქონია. მეტიც, ესპანელთა თავკაცს თურმე ჯერ კიდევ რამდენიმე კვირის წინ გადაუწყვეტია, თუ რა შემადგენლობით უნდა ითამაშოს გუნდმა მუნდიალის პირველ შეხვედრაში კაპე ვერდეს წინააღმდეგ.
მანამდე ის ვთქვათ, რომ საქართველოს დროით დღეს დილით, ადრიანად ესპანეთის ნაკრებმა მექსიკაში ამხანაგური შეხვედრა გამართა პერუს ეროვნული გუნდის წინააღმდეგ და 3:1 გაიმარჯვა. ანგარიში მე-2 წუთზე გახსნა მიკელ ოიარსაბალმა, 32-ე წუთზე პედრიმ სხვაობა ორამდე გაზარდა, 53-ე წუთზე „დეპორტივო კალის“ მეკარეს პედრო გალესეს ავტოგოლი დაუფიქსირდა, ხოლო 66-ე წუთზე „ალიანსა ლიმას“ ნახევარმცველმა ხაირო ველესმა სწორი მიმართულებით შეაგდო.
ამ შეხვედრაში კარს პირველ ტაიმში ბილბაოელი უნაი სიმონი იცავდა, მეორეში კი „არსენალის“ გოლკიპერი დავიდ რაია.
დე ლა ფუენტეს გადაწყვეტილებით მუნდიალზე გუნდის მთავარი მეკარე სიმონი იქნება.
„პერუსთან შეხვედრა რიგით ამხანაგურ თამაშად არ განვიხილავთ, ეს იქნება მატჩი, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონატის წინ რიტმში უნდა ჩაგვსვას“, – თქვა დე ლა ფუენტემ შეხვედრის წინა პრეს-კონფერენციაზე და პუებლაში, „ესტადიო კუატემოკში“ სწორედ ეს მოხდა. აქიდან გამომდინარე ესპანელი მიმომხილველები ვარაუდობენ, რომ „ლა როხა“ კაპე ვერდესთან ზუსტად იმავე თერთმეტეულით გავა მოედანზე, რომლითაც დღევანდელი ამხანაგური შეხვედრა დაიწყო. ეს შემადგენლობაა: სიმონი; იორენტე, კუბარსი, ლაპორტე, კუკურეია, პედრი, როდრი, ტორესი, რუისი ბაენა; ოიარსაბალი.

ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური09/06/2026 | 09:12ალეგრი მილანში გაიჭედა
სიახლეები09/06/2026 | 08:15მთავარი მეკარე უნაი სიმონი იქნება
აქეთურ-იქითური09/06/2026 | 07:15კლუივერტთა შორის უკლუივერტესი
მთავარი ამბავი08/06/2026 | 09:28ფლორენტინო: წინ ბევრი ისტორიული მოვლენაა!
