„ლივერპულმა’’ „პარი სენ ჟერმენთან’’ სასწაული ვერ ჩაიდინა. ინგლისის ჩემპიონი ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის საპასუხო შეხვედრის მეორე ტაიმში უპირატესობას ფლობდა, მაგრამ ისევე როგორც პარიზში, ლივერპულშიც 0:2 წააგო. ორივე გოლი ოსმან დემბელემ გაიტანა. პირველი 72-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიას პასით, მეორე კი ისევ კვარას პრე-ასისტითა და ბრედლი ბარკოლას საგოლე პასით 90+1 წუთზე.
მერსისაიდელთა კარს კვლავ გიორგი მამარდაშვილი იცავდა. ქართველ გოლკიპერს Liverpool Echo-მ 6 ქულა დაუწერა.
„ძირითადად მშვიდ პირველ ტაიმში ოსმან დემბელეს თავხედური შორეული დარტყმა აუღო, მეორე ტაიმში კი კარიდან ბურთის გამოტანის გარდა სხვას ვერაფერს იზამდა’’, – დაწერა ლივერპულის მთავარმა გაზეთმა.
6 ქულით შეაფასა მამარდაშვილის თამაში This is Anfiel-მაც: „თამაშობდა ყურადღებით, გააზრებით და კარგად მუშაობდა ხელებით. კვალავ თავდაჯერებულად მოქმედებდა, იგერიებდა დარტყმებს და იღებდა საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებებს – როდესაც ბურთს აუცილებლობის შემთხვევაში მუშტს ურტყამდა. თავდაჯერებული იყო მაღალი ჩაკიდებების დროსაც. შეხვედრის მიწურულს ოსმან დემბელემ ჩახვეული დაურტყა, თუმცა ამ ეპიზოდში შესაძლოა უკეთაც შეეძლო თამაში’’.
Liverpool.com-მა ქართველ მეკარეს 7 ქულა დაუწერა. კლუბის ოფიციალური საიტი აღნიშნავს: „ქართველი მეკარე, რომელმაც პირველ შეხვედრაში ორი გაშვებული გოლის მიუხედავად კარგად ითამაშა, მეორეშიც ყურადღებით უნდა ყოფილიყო და თავდაჯერებულობა ამ დიდი მნიშვნელობის შეხვედრაშიც არ აკლდა, მაგრამ ორი გოლი გაუშვა, რომელთაც ვერაფერს უზამდა’’.
სტატისტიკის მთვლელი საიტების შეფასება კი გაცილებით დაბალი იყო: flashscore – 5.8 (ბოლო შეფასება თავის გუნდში); sofascore – 5.7 (ბოლო შეფასება თავის გუნდში); whoscored – 5.8 (ბოლო შეფასება თავის გუნდში); fotmob – 5.5 (ბოლო შეფასება თავის გუნდში).
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
სიახლეები21/05/2026 | 13:16შვიდიდან შვიდი
სიახლეები20/04/2026 | 07:57ლივერპულში ჩარჩენილები
აქეთურ-იქითური17/04/2026 | 09:10დევიდ ვები: ოღონდ სწორი კლუბი უნდა შესთავაზოთ
სიახლეები16/04/2026 | 08:23სიგიჟე და კამავინგა
