საქართველოს 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა თურქულ შეკრებაზე მეორე ამხანაგური მატჩი ჩაატარა და სერბეთის ნაკრები 3:1 დაამარცხა.

რამაზ სვანაძის გაწვრთნილი გუნდი მე-11 წუთზე გაბრიელ სიგუამ დააწინაურა, რომელმაც სერბების მეკარის შეცდომით ისარგებლა.

28-ე წუთზე ანგარიში გათანაბრსა – გოლი მატეია მიტროვიჩის ანგარიშზეა. ტაიმის მიწურულს ქართველი ფეხბურთელები თორნიკე მორჩილაძემ დააწინაურა.

საბოლოო ანგარიში კი 84-ე წუთზე ირაკლი იაკობიძემ დააფიქსირა – ახალგაზრდულმა ნაკრებმა 3:1 მოიგო.

შეგახსენებთ, რომ თურქულ შეკრებაზე რამაზ სვანაძის გუნდმა 22 მარტს ფინეთის ნაკრებს 4:2 სძლია.

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება, რომელსაც 11-დან 28 ივნისის ჩათვლით სლოვაკეთი უმასპინძლებს.

საქართველო – სერბეთი 3:1

გოლები: 1:0 სიგუა (11). 1:1 მიტროვიჩი (28-პენ). 2:1 მორჩილაძე (45+2-პენ). 3:1 იაკობიძე (84)

საქართველო: თანდილაშვილი (46. მაქაცარია), მაისურაძე (65. კვერნაძე), რუხაძე (61. ოდიშარია), ოდიშვილი (46. იაკობიძე), ხვადაგიანი (86. უგრეხელიძე), სიგუა (61. ლ. გაგნიძე), გ. მამაგეიშვილი (61. მამაცაშვილი), მორჩილაძე (61, ლომინაძე), ეგოიანი (46. გიცირიძე), ო. მამაგეიშვილი (61. აბუაშვილი), იობაშვილი (46. ოსიყმაშვილი).