მსოფლიოს ძიუდოს უკრაინელი ვარსკვლავი, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი,  ოლიმპიადის პრიზიორი დარია ბილოდიდი ფეხბურთში წავიდა.

ის უკრაინულ საფეხბურთო კლუბს  „მეტალისტ 1925“-ს შეუერთდა. დარია აქამდე ამ კლუბის ელჩი იყო, ახლა კი კლუბის რიგებში 77-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

დარიას კლუბთან დადებული ოფიციალური კონტრაქტის შესახებ კლუბის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით შევიტყეთ. კლუბის მესვეურები იმედოვნებენ, რომ დარიას ფეხბურთში ტრანსფერი ქალთა ფეხბურთის პოპულარიზაციაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს.

MEET THE CHAMPIONS: DARIA BILODID - European Judo Union

წილი
წინა სტატიაპატრის ევრა კლასიკის წინ
შემდეგი სტატია17-გზის საქართველო
გიორგი ვაშაკიძე იტალიაში რომ დაბადებულიყო,უთუოდ კოვერჩანოს სიახლოვეს იცხოვრებდა. იტალიური ფეხბურთის და ქართული ფიალის სწორუპოვარი მოტრფიალე. ყოველთვის მოუთმენლად ელის ხელფასს, "მილანის" დაბრუნებას და ქართული ფეხბურთის აყვავებას.