საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონნატის ლიგა პრო დ2-ში 23-ე ტური გაიმართა, რომელშიც 20-მა ქართველმა ლეგიონერმა მიიღო მონაწილეობა. სამმა მათგანმა კი თავი ლელოს დადებით გამოიჩინა.
მანამდე ის უნდა ითქვას, რომ მართალია, „გრენობლმა“ ანგულემში 13:25 წააგო, მაგრამ უახლოეს მდევარ „პროვანსსა“ და „ბრივს“ მთელი 12 ქულით უსწრებს და ცხრილს დამაჯერებლად ლიდერობს. „ალპელების სასტარტო მარჯვენა ბურჯი გიორგი პერტაია გახლდათ.
„პროვანნსმა“ „კოლომიეს“ შინ დიდი გაჭირვებით – 24:23 მოუგო. მასპინძელთა ბორჯჯღალოსანმმა 8 ნომერმა თორნიკე ჯალაღონიამ კარგი მატჩი ჩაატარა და 51-ე წუთზე თავისი გუნდის პირველი ლელოც გაიტანა. პროვანსელები კარგა ხნის განმავლობაში ჩეჩქვავდნენ მეტოქეებს, რომლებიც თავგანწირვით იცავდნენ ჩათვლის მოედანს. დროის ამ მონაკვეთში მათ ორი კაცი გაუსინბინეს და ამხელა რიცხობრირვი უპირატესობის გამოყენება კი მოხერხდა – ჯალაღონიამ ბურთი რაქიდან აიტაცა და დაალელოვა. ეს იყო თორნიკეს მეორე ლელო ჩემპიონატის მე-15 მატჩში, სულ კი მის ანგარიშზე პრო დ2-ის 60 თამაში და 12 ლელო.
„ბრივმა“ კი თავისი მატჩი შედარებით იოლად მოიგო – „მონ-დე-მარსანი“ ბონუსით, 33:20 დაამარცხა. სტუმართა ერთ-ერთი ლელო საკუთარ ანგარიშზე იოანე იაშაღაშვილმა ჩაიწერა. იომ ჯალაღონიას მსგავს სიტუაციაში იხეირა – მოგებული დერეფნის შემდეგ რაქში გადასული თამაშიდან ბურთი აიღო და ლელოში შევარდა. იაშაღაშვილის სეზონური ანგარიში ამიერიდან 21 მატჩსა და 3 ლელოს ითვლის, სულ კი მან პრო დ2-ში 50 მატჩში 9 ლელო დადო.
ტურის მესამე ქართული ლელო კი „ოიონაქსისა“ და „მონტობანის“ შეხვედრაში დაფიქსირდა. ვასილ ლობჟანიძის გუნდმა კატასტროფული სტარტის შემდეგ მნიშვნელოვნად მოუმატა და თავისი ბოლო მეტოქეც ბონუსით დაამარცხა – 39-:7. ვასკამ შეხვედრის პირველი ლელო გაიტანა – თამაშის მე-15 წუთზე რაქიდან გამოტანილი ბურთი ისე დაიქნია, რომ ერთბაშად რამდენიმე დამცველი აქეთ-იქით მიმოფანტა, თავად კი აბსოლუტურად დაუბრკოლებლად ძელებსშუა შეირბინა. ლობჟანიძის ოინი იმდენად ეფექტური გამოდგა, რომ სტადიონის დიქტორი საფეხბურთო ყაიდაზე, პუბლიკასთან ერთად დიდხანს მარცვლავდა ბორჯღალოსანი 9 ნომრის სახელ-გვარს: ვა-სილ ლო-ბჟა-ნი-ძე!