Napoli players Andre Zambo Anguissa celebrating his goal with David Neres during the Serie A match between Genoa and Napoli at Luigi Ferraris Stadium...„ნაპოლის’’ ფეხბურთელებს ანტონიო კონტემ ორდღიანი დასვენება მისცა, რის შემდეგაც ისინი კასტელ ვოლტურნოს საწვრთნელ ბაზას დაუბრუნდნენ.

„აძურას’’ შემდეგი შეხვედრა კვირას „ფიორენტინასთან’’ ელის. ამ მატჩთან დაკავშირებულ ინფორმაციაში Sky სპორტმა დაწერა: „ფლორენციელების წინააღმდეგ კონტეს არ ეყოლებიან საუკეთესო ფეხბურთელები, როგორებიც არიან დავიდ ნერეში, ანდრე ფრანკ ზამბო ანგისა და პასკუალე მაცოკი’’.

როდის დაუბრუნდებიან მოედანს ჩამოთვლილი ფეხბურთელები? – კითხულობს საიტი areanapoli და იმავე Sky სპორტზე დაყრდნობით წერს: ნერეში და მაცოკი სავარაუდოდ 16 მარტს ვენეციაში ითამაშებენ. რაც შეეხება ანგისას, თუ მისი გამოჯანმრთელება ამ შეხვედრისთვის ვერ მოხერხდა, მაშინ ის 30 მარტს „მილანის’’ წინააღმდეგ ითამაშებს’’.