1 თებერვალს საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ახალ სეზონს დაიწყებს: 16 საათზე თბილისის „ავჭალაზე“ ბორჯღალოსნები… შვეიცარიის ნაკრებს დაუპირისპირდებიან. ახალი ფორმატი მუდმივად სიურპრიზებს გვთავაზობს – „რაგბი ევროპის“ ჩემპიონატში თავის დროზე ასევე დებიუტანტ პოლონეთის ნაცვლად 2025-2026 წლებში შვეიცარიელები ითამაშებენ. მათ აშკარად არ გაუმართლათ – დებიუტი ხომ ტურნირის გამორჩეულ ფავორიტთან ჯახს ემთხვევა, თუმცა ეს შვეიცარიის სადარდებელია…

განახლებული. VIDEO. რაგბი ევროპის ჩემპიონატი. 1/2 ფინალი] რიჩარდ კოკერილი: "საქართველოს ბევრად უკეთ შეუძლია თამაში"... [კომენტარი, ანალიზი] | Lelo.Geშვეიცარიის შემდეგ რიჩარდ კოკერილის გუნდი შვეიცარიას უმასპინძლებს, 8-ში – ნიდერლანდებს და უდიდესი ალბათობა შეიქმნა იმისა, რომ უკვე ამ ორი მატჩის მოგების შემდეგ ბორჯღალოსნები ჯიბეში 2027 წლის ავსტრალიური მსოფლიო თასის საგზურს ჩაიდებენ. ფორმატის თანახმად, მომდევნო მსოფლიო ფორუმში არა 20, არამედ 24 გუნდი იასპარეზებს და ევროპის მოახლოებული ჩემპიონატიდან ავსტრალიაში ორ ოთხგუნდიან ჯგუფში პირველ-მეორეადგილოსნები ავტომატურად მოხვდებიან. აი, ასე, მარტივად…

ამასობაში სტარტამდე დიდი დრო აღარ დარჩენილა და კოკერილის შტაბმა გაფართოებული, 37-კაციანი რაზმიც ჩამოწერა, რომელშიც უამრავი დებიუტანტია. გამართლებულიცაა – აბა, სად, თუ არა შვეიცარიასა და ნადერლანდებთან უნდა გამოიცადოს ნაკრების უახლოესი რეზერვი? რასაკვირველია, გამოცდილი, მრავალნაცადი ხალხიც აქვეა, მაგრამ 8 დებიუტანტი მაინც შთამბეჭდავი ამბავია!

აქვე 37-კაციანი სიაც:

1: ნიკა აბულაძე (მონპელიე,17 კეპი, 0 ქულა), გიორგი მამაიაშვილი (გრენობლი, 7, 0), ლუკა გოგინავა (მონ-დე-მარსანი, 2, 0).

2: ვანო კარკაძე (მონპელიე, 18, 25), ლუკა პეტრიაშვილი (სტად ფრანსე, 2, 0), ირაკლი ქვათაძე (შავი ლომი, 0, 0).

3: ირაკლი აფციაური (ლიონი, 13, 0), ლუკა ჯაფარიძე (მონპელიე, 10, 5), ბაჩუკი ჭუმბაძე (შავი ლომი, 0, 0).

4-5: ლაშა ჯაიანი (ნევერი,23, 0), ვლადიმერ ჩაჩანიძე (შავი ლომი, 21, 5), გიორგი ჯავახია (გრენობლი, 17, 10), მიხეილ ბაბუნაშვილი (შავი ლომი, 13, 20), თემურ წულუკიძე (ოიონაქსი, 0, 0), დავით ლაგვილავა (გრენობლი, 0, 0).

6-8: ბექა საღინაძე (ლიონი, 43, 15), გიორგი ცუცქირიძე (შავი ლომი, 40, 30), თორნიკე ჯალაღონია (პროვანსი, 38, 25), ლუკა ივანიშვილი (შავი ლომი, 18, 10), ილია სპანდერაშვილი (ვალანს რომანი, 11, 10), ბექა შვანგირაძე (ლიონი, 3, 0).

9: ვასილ ლობჟანიძე (ოიონაქსი, 90, 83), გელა აფრასიძე (პერპინიანი, 55, 35,) მიხეილ ალანია (ორიაკი, 15, 15).

10: თედო აბჟანდაძე (ორიაკი, 55, 351), ლუკა მატკავა (შავი ლომი, 25, 165).

12-13: გიორგი კვესელაძე (გრენობლი, 63, 40), დემურ თაფლაძე (შავი ლომი, 41, 20), თორნიკე კახოიძე (შავი ლომი, 9, 0), გიორგი შველიძე (ბრივი, 1, 0), გიორგი ხაინდრავა (ბორდო, 0, 0).

11, 14: ალექსანდრე თოდუა (შავი ლომი, 117, 95), აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი, 46, 205), შალვა აფციაური (შავი ლომი, 0, 0), ამირან შვანგირაძე (შავი ლომი, 0, 0).

15: დავით ნინიაშვილი (ლიონი, 35, 68), დაჩი პაპუნაშვილი (ორიაკი, 0, 0).

1072576e-6b8d-4824-aa21-5178383d7b26