ევროპის პროფესიული საკლუბო რაგბის (EPCR) ოფისში ორივე ევროტურნირის პლეი-ოფის პირველი წრის კენჭისყრა შედგა. შეხსენებისთვის, ჩემპიონთა თასის მერვედფინალში ქართველ ლეგიონერთა 4 კლუბი („კლერმონი“, „კასტრი“, „ლა როშელი“ და „ტულონი“) იასპარეზებს, ჩელენჯ თასზე – 5 („ლიონი“, „პო“, „მონპელიე“, „პერპინიანი“, „რასინგ-92“ და „ბაიონი“, რომლის შემადგენლობაში ქართველები კი არიან, მაგრამ მიმდინარე გათამაშებაში ჯერჯერობით არცერთს უთამაშია).

შეხვედრები 4-6 აპრილის უქმეებზე გაიმართება. ჩემპიონთა თასზე 6 ფრანგული კლუბი დარჩა, 5 ინგლისური, 3 ირლანდიური და თითო იტალიური და შოტლანდიური. ჩელენჯ თასზე ფრანგულ გუნდთა რაოდენობა ასევე 6-ს უდრის, 3-3 წარმომადგენელი უელსსა და სამხრეთ აფრიკას ეყოლებათ, ხოლო თითო-თითო – ირლანდიასა და შოტლანდიას.

ჩემპიონთა თასის მერვედფინალი

ნორთჰემპტონი (ინგლისი) – კლერმონი (საფრანგეთი)

კასტრი (საფრანგეთი) – ბენეტონი (იტალია)

ლენსტერი (ირლანდია) – ჰარლიქუინსი (ინგლისი)

ტულუზი (საფრანგეთი) – სეილი (ინგლისი)

ბორდო (საფრანგეთი) – ალსტერი (ირლანდია)

ლა როშელი (საფრანგეთი) – მანსტერი (ირლანდია)

ტულონი (საფრანგეთი) – სარასენსი (ინგლისი)

გლაზგო (შოტლანდია) – ლესტერი (ინგლისი)

ჩელენჯ თასის მერვედფინალი

ბაიონი (საფრანგეთი) – ბულსი (სამხრეთ აფრიკა)

ლიონი (საფრანგეთი) – შარქსი (სამხრეთ აფრიკა)

ოსპრეიზი (უელსი) – სკარლეთსი (უელსი)

პო (საფრანგეთი) – ბათი (ინგლისი)

მონპელიე (საფრანგეთი) – გლოსტერი (ინგლისი)

კონახტი (ირლანდია) – კარდიფი (უელსი)

პერპინიანი (საფრანგეთი) – რასინგ-92 (საფრანგეთი)

ედინბურგი (შოტლანდია) – ლაიონსი (სამხრეთ აფრიკა)