Khvicha Kvaratskhelia of SSC Napoli attemps to backheel the ball into the net, the effort rolled wide of the upright during the Serie A match between...„ყველა ადამიანისთვის რომელიც ქართველურ ენებს არ იცნობს ამ გვარის გამოთქმა რთულია, ამიტომ შიშს რომ შეიძლება შეგეშალოს, აზრი არ აქვს. „ნაპოლის’’ გულშემატკივრებმა თავის დროზე ის „კვარადონად’’ გადააკეთეს, რაშიც ჩვენ უნდა დავინახოთ მინიშნება დიეგო მარადონაზე, ნეაპოლელთა აბსოლუტურ კერპზე. ეს კი თავისთავად იმას ნიშნავს, რომ ისინი აღფრთოვანებულები იყვნენ ბიჭით, რომლის მაგვარი ფეხბურთელების სანახავად იმედით სავსენი და მოუთმენლობით შეპყრობილნი სტადიონზე დავდივართ და მის რომელიმე დელიკატესს ველოდებით.

„პარი სენ ჟერმენის’’ ახალწვეული ხვიჩა კვარაცხელია ერთ-ერთი მათგანია, ვინც ბრწყინვალე აფეთქებით, ერთი ჟესტით იღებს გადაწყვეტილებას. იტალიაში თამაშის პერიოდში ანუ 2022 წლის შემდეგ მან ყველა შეჯიბრებაში ერთად 107 შეხვედრა ჩაატარა, 30 გოლი გაიტანა და 29 საგოლე პასი გადააწოდა. ეს სტატისტიკა ამ ფეხბურთელის პროფილს კარგად ასახავს’’, ― წერს „ლე პარიზიენი’’.

გავლენიანმა პარიზულმა გაზეთმა ცნობილ ფრანგ თავდამსხმელ ოლივიე ჟირუს სთხოვა გამოეთქვა აზრი ქართველი მარცხენფლანგელის შესახებ. „ლოს ანჯელესის’’ მოთამაშემ, რომელსაც საფრანგეთის ნაკრებში ჩატარებულ 137 შეხვედრაში 57 გოლი აქვს გატანილი, თქვა:

„კვარაცხელია არაპროგნოზირებადია, ის მეტოქესთან ერთი-ერთზე ძალიან ძლიერია, იოლად მოუდის დრიბლინგი და თან ალტრუისტია. მე ის მომწონს. იგი პსჟ-ს გოლების გატანის შესაძლებლობას მისცემს და სიმტკიცეს შემატებს’’.