იანვრის სატრანსფერო ბაზარი გახურდა. ხვიჩა კვარაცხელია მოვლენათა ცენტრშია. მისი ყიდვა „პარი სენ ჟერმენს’’ უნდა. სწორედ ამ ცხელ დღეებში ქართველმა გარემარბმა ისეთი ვიდეო დაპოსტა, რომელმაც „ნაპოლის’’ გულშემატკივართა შორის კამათი გამოიწვია. ეს გახლავთ ხვიჩას ლამაზი მომენტების კრებული, ოღონდ ყველა მათგანი ჩემპიონთა ლიგის თამაშებიდან არის შერჩეული. შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი’’ ჩემპიონთა ლიგაში ვერ მონაწილეობს, „პარი სენ ჟერმენს’’ კი მართალია თავი ქუდში არ აქვს და წინ გადამწყვეტი მატჩები ელის, მაგრამ ევროპის უდიდესი საკლუბოში შეჯიბრების ფლეი-ოფში გასასვლელად იბრძვის. გაჩნდა თავსატეხი: რის თქმა უნდოდა ამ ვიდეოთი კვარას? „ნაპოლიში’’ გატარებული საუკეთესო მატჩები გაიხსენა და ისევ ისე სათამაშოდ ემზადება თუ ეს ქარაგმა იყო რომ მალე ახალი გუნდის მაისურით ჩემპიონთა ლიგაში გამოვა?
საინტერესოა, რომ ნეაპოლელი გულშემატკივრის ერთმა ნაწილმა ქართველის ვიდეო გამოთხოვებად მიიღო, მეორემ კი „ნაპოლის” სახელით მომავალი ბრძოლების საწინდარად.