Romelu Lukaku expects a lot from 'lethal' Scott McTominay as Napoli striker  talks up partnership with ex-Man Utd team-mate | Goal.com UKანტონიო კასანომ და დანიელე ადანიმ გადაცემა Viva el Futbol-ში „ნაპოლის’’ თავდასხმა და ტაქტიკა განიხილეს. „ლაციოს’’, „ბრეშას’’, „ინტერის’’, „ფიორენტინას’’ და სხვა გუნდების ცენტრალურმა მცველმა ადანიმ ამ თემასთან დაკავშირებით თავისი მოსაზრება გამოთქვა:

„მე დავიდ ნერეშს ცენტრში გადავწევდი, ალბათ სკოტ მაკტომინეის ნაცვლად. იმის თქმა კი არ მინდა, რომ ასეთი რამ ნამდვილად მოხდება, მაგრამ ზოგიერთ შეხვედრაში დაფიქრება შეიძლება. ლუკაკუს კვარას და ნერეშის იმედი ნამდვილად უნდა ჰქონდეს, პოლიტანო მარჯვენა ფრთიდან დაეხმარება, ოლივერა კი მარცხნიდან შეუერთდება შეტევებს.

ნერეში მაკტომინეის არაფრით ჩამოუვარდება, ყოველ შემთხვევაში ჩემი აზრით ასეა. მიყვარს ძლიერი ფეხბურთელები ერთად რომ არიან მოედანზე. ვფიქრობ, „ნაპოლი’’ საკმაოდ კარგად არის მომზადებული საამისოდ.

მე რომ „ნაპოლის’’ მწვრთნელი ვიყო 4-2-3-1 სქემით ვითამაშებდი, სადაც დი ლორენცო ძირითადად ოთხკაციანი დაცვის წევრი იქნებოდა, მაგრამ ხანხადახან წინა ხაზში აიწევდა და იქ მესამე კაცად დადგებოდა. როდესაც ანტონიოს (კონტეს) დაველაპარაკები, ამ მოსაზრებას შევთავაზებ…’’

კასანომ კოლეგას ასე უპასუხა: „ლელე, მგონი 60 მილიონი იტალიელიდან შენ ხარ ერთადერთი, ვისაც ასეთი აზრი მოუვიდა თავში’’.

ადანი: „ეს მხოლოდ და მხოლოდ ჩემი მოსაზრებაა, მაგრამ წარმოიდგინეთ, ხორცი რომ შეესხას რა კარგი იქნება. ზოგიერთ შეხვედრაში ამის ცდა ნამდვილად შეიძლება. ვნახოთ, რას იზამს კონტე’’.