ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეინ რაუნდის მეორე მატჩში საქართველოს ფუტსალის ნაკრები საფრანგეთს ესტუმრა და 2:5 დამარცხდა.
ფრანგები ჯგუფის ფავორიტებად არიან მიჩნეულმნი და ეს პირველ მატჩშივე გამოჩნდა, როდესაც ბულგარეთს 11:0 მოუგეს.
ფრანგებმა ჩვენებთანაც მაგრად დაიწყეს. ტაიმი 2:0 მოიგეს, ხოლო შესვენების შემდეგ კიდევ სამი დაუმატეს. ჩვენებმა გოლები ამის შემდეგ შეაგდეს – გიორგი ღავთაძემ და ნიკოლოზ გაბრიჩიძემ გაიტანეს. ჯგუფის მეორე მატჩში კოსოვოს ნაკრებმა შინ 6:2 მოუგო ბულგარეთს.
ორი ტურის შემდეგ, ლიდერი საფრანგეთია (6 ქულა); კოსოვოსა და საქართველოს 3-3 ქულა აქვთ; ბულგარეთი უქულოა. მომდევნო მატჩებს საქართველოს ნაკრები უკვე გაისად გამართავს: 31 იანვარს ბულგარეთის ნაკრებს უმასპინძლებს, ხოლო 4 თებერვალს – ესტუმრება. ევროპის ჩემპიონატის საგზურს მეინ რაუნდის ათი ჯგუფის გამარჯვებული მოიპოვებს, რვა საუკეთესო მეორეადგილოსანი კი, საგზურისთვის ბრძოლას ფლეი ოფში გააგრძელებს.