„ნაპოლიმ” „ინტერთან” მნიშვნელოვანი გასვლის წინ შინ „ატალანტასთან” 0:3 წააგო. მატჩისშემდგომ პრეს-კონფერენციაზე ნეაპოლელთა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ თქვა, რომ „ატალანტა” „აძურიზე” ძლიერი გუნდია. რაც შეეხება ხვიჩა კვარაცხელიას, მისი თამაში ასე შეფასდა:
calciomercato — 5.0 სულ ცდილობდა რაღაც გაეკეთებინა, მაგრამ უშედეგოდ. ბურთს რომ იღებდა დრო ფაქტობრივად არ ჰქონდა და იძულებული ხდებოდა პასი იქვე გადაეწოდებინა, რასაც ცუდად აკეთებდა. მისგან სრულიად სხვა რამეს ველით. საერთოდ ვერ მოახდინა შთაბეჭდილება.
iamnaples — 5.0 ლუკაკუზე უკეთ ითამაშა, მაგრამ ერთხელაც არ უმოქმედია მართლა სახიფათოდ. ქართველი მთელი მატჩის განმავლობაში წვალობდა.
areanapoli — 5.0 კვარაცხელიას ცუდი დღე ჰქონდა.
Tuttonapoli — 5.0 ბევრი იწვალა, მაგრამ სამოქმედო სივრცე ვერ მოძებნა. მისგან დიდ მატჩებში მეტს უნდა ველოდეთ.
calcionapoli1926 — 5.5 პოლიტანოსთან და მაკტომინეისთან ერთად ის ცდილობდა „ნაპოლი’’ ენერგიით აღევსო, მაგრამ მისი ინდივიდუალური თამაშით ჩიხში შედიოდა. მეორე ტაიმში საერთოდ გაქრა, არადა „აძური’’ მეტოქის ნახევარზე მატად მოქმედებდა.
Tuttomercatoweb ― 5.0 ბურთს ხაზებს შორის ძალიან იშვიათად იღებდა, ამიტომ ძაპაკოსტას ზომების მისაღებად დიდი ჯაფა არ დადგომია. ყოველგვარი მანევრებისგან გარიყული იყო.
eurosport — 5.5 ორიოდ აჩქარება და ბევრი ნერვიულობა: ასე მწირად თუ შევაფასებთ ქართველის უსახურ თამაშს.
calcionapoli24 — 5.0 არ ვიცით საქართველოში ყოფილა თუ არა ოდესმე სამურაი, მაგრამ კვარაცხელიამ მის მსგავსად გაჭრა ლენტი და კატანასავით შევარდა ბრძოლაში. სამწუხაროდ ეს მხოლოდ შესხვედრის დასაწყისში მოხდა. დანარჩენ დროში ის სხვებივით საშუალო იყო. თანაგუნდელებიც არ ეხმარებოდნენ.
napolimagazine — 5.5 სლალომი და ჩაწოდება. რაც იცის, გააკეთა.
Flashscore-მა კვარაცხელიას 6.7 დაუწერა, ხოლო whoscored-მა 6.3