Sandro Mamukelashvili plays his way into Spurs' plansNBA-ს მიმდინარე სეზონში „სან ანტონიო სპურსის“ ქართველმა კალათბურთელმა სანდრო მამუკელაშვილმა პირველი ქულების აღება მოახერხა, თუმც, მისი „სან ანტონიო“ ოკლაჰომაში „თანდერთან“ 93:105 დამარცხდა.

როგორც ჩანს, „სან ანტონიო“ წლეულსაც ლიგის ერთ-ერთი უსუსტესი გუნდი იქნება, ხოლო მამუკელაშვილი ისევ ღრმა სათადარიგო. მამუკელაშვილს აქამდე მხოლოდ 6 წუთი ჰქონდა ნათამაშები, ამჯერად კი, პარკეტზე რვა წუთი დაჰყო და გუნდს 3 ქულით, 5 მოხსნითა და 1 პასით შეეშველა. ჩვენებურმა ორიდან ერთი სამქულიანი ჩააგდო, ორქულიანი ააცილა, ბურთი ორჯერ დაკარგა და ამდენივე პერსონალური ჯარიმა მიიღო. ისიც უნდა ვთქვათ, რომ ქართველი ფორვარდის მოედანზე ყოფნის პერიოდში „სპურსმა“ მეტოქეზე ექვსი ქულით მეტი ჩააგდო, რაც ტეხასელთა შორის საუკეთესო მაჩვენებელი იყო.

„სპურსს“ მიმდინარე სეზონში ოთხიდან მხოლოდ ერთი მატჩი აქვს მოგებული და დასავლეთ კონფერენციაში მხოლოდ „იუტა ჯაზს“ უსწრებს, რომელსაც მომდევნო მატჩს ეთამაშება.