ვალენსიის ავტონომიური თემის ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ ესპანეთის მთავრობის მიერ მაგოცხადებული სამდღიანი გლოვის დროს სპორტული ღონისძიებები არ გაიმართება. გლოვის დღეებია 31 ოქტომბერი, 1 და 2 ნოემბერი ანუ ხუთშაბათი, პარასკევი და შაბათი.

მოგეხსენებათ, სამშაბათს რეგიონს თავს გამანადგურებელი შტორმი დაატყდა. იტყობინებიან ასამდე დაღუპულის შესახებ.

შესაბამისად, შაბათის შეხვედრა გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიასა’’ და „რეალს’’ შორის მოგვიანებით გაიმართება. გადაიდო სეგუნდა დივიზიონში გიორგი ქოჩორაშვილის „ლევანტესა’’ და „მალაგას’’ მატჩიც. ის 4 ნოემბერს, ორშაბათს უნდა გამართულიყო.

Over 90 dead after flooding sweeps across parts of Spain | Fox Weather