„კრისტალბეთ ეროვნული ლიგის“ 30-ე ტურში ლიდერი კვლავ შეიცვალა. სამტრედიაში გამარჯვების შემდეგ (0:1) პირველ ადგილზე „იბერია“ დაბრუნდა. ერთადერთი ბურთი შეცვლაზე შესულმა ირაკლი სიხარულიძემ გაიტანა 89-ე წუთზე.

ტურის გვიან შეხვედრაში „ტორპედომ“ 2:0 სძლია „დინამოს“ და მეორე ადგილზე აინაცვლა. მეორე ბურთი ნორვეგიელმა ბიორნ იონსენმა შეაგდო, ჯამში 20 გოლი მოუგროვდა და ბომბარდირთა დავას კვლავ დამაჯერებლად ლიდერობს.

შეიძლება იყოს 8 ადამიანი, (ამერიკული) ფეხბურთის მოთამაშე ადამიანები, ფეხბურთის თამაშში ჩართულები and ტექსტი გამოსახულება
სამგურალი – ბათუმი 3:3

წინა ტურში „დილა“ გალიდერდა, მაგრამ ამჯერად გორელები თელავში დამარცხდნენ და მესამე ადგილზე დაქვეითდნენ. „თელავმა“ კი შვიდმატჩიანი მოუგებელი სერია დაასრულა და ბოლოდან ბოლოსწინა ადგილზე გადაინაცვლა.

„გაგრამ“ „კოლხეთს“ მოუგო და ახლა ცხრილში მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩება. ეს თამაში ძალიან დაძაბული გამოდგა. ფოთელებმა 8 კაცით დაასრულეს თამაში. არბიტრმა ბაკურ ნინუამ სტუმრებს მათ ჯერ ფრანგი მცველი მაჰამატ ტიამი გაუძევა, ბოლო წუთებზე კი გიორგი მელქაძე და გიორგი ახალაძე…

უხვგოლიანი გამოდგა მატჩი წყალტუბოში, სადაც „სამგურალი“ „ბათუმს“ მასპიმძლობდა. პირველი ტაიმის მიწურულს ყოფილმა ბათუმელმა, ლევან კუტალიამ შვიდწუთიან მონაკვეთში ორჯერ დალაშქრა (ერთი გოლი პენალტით) ზღვისპირელთა კარი. მასპინძლები თითქოს სოლიდური უპირატესობით გავიდნენ შესვენებაზე, თუმცა მეორე ტაიმში გიორგი ჭიაბრიშვილის შეგირდებმა ხასიათი გამოავლინეს და შეხვედრა მაინც გადაარჩინეს. საბოლოოდ – 3:3.

სამგურალი 3:3 ბათუმი

1:0, 2:0 კუტალია (45+1, 45+8 პენ), 2:1 ინჯგია (48), 3:1 ქაფიანიძე (69 საკ. კარში), 3:2 კობახიძე (72), 3:3 ბლესა (89+8)

გაძევება: ახვლედიანი (90+7) – სამგურალი

სამტრედია 0:1  იბერია

0:1 სიხარულიძე (89)

გაგრა 3:1 კოლხეთი

1:0 ლომთაძე (19), 2:0 ხარებაშვილი (28), 2:1 კლიმოვი (70), 3:1 გეგეჭკორი (90+14 პენ)

გაძევება: ტიამი (16), მელქაძე (90+3), ახალაძე (90+7) – სამივე კოლხეთი

თელავი 1:0 დილა

1:0 მორჩილაძე (11)

ტორპედო 2:0 დინამო

1:0 სანდოხაძე (81), 2:0 იონსენი (90+2)

გუნდითამაშიმოგებაფრეწაგებაბურთებიქულა
იბერია 199932214769:4367
ტორპედო32197653:3564
დილა321611553:2859
ბათუმი321310939:3749
დინამო329121132:3739
სამგურალი32991447:4736
გაგრა32951832:4932
კოლხეთი326131339:5531
თელავი32791627:3830
სამტრედია325121531:5327

მეგოლეები: ბიორნ იონსენი (ტორპედო, ნორვეგია) – 20, ტაირელ ვაუტერი (დილა, ნიდერლანდები) – 16, გიორგი კოხრეიძე (იბერია) – 14, შეიკნე სილა (იბერია, მალი) – 11, ლუკა ხორხელი (სამგურალი) – 10