შეიძლება იყოს 3 ადამიანი, ფეხბურთის თამაშში ჩართულები, (ამერიკული) ფეხბურთის მოთამაშე ადამიანები and ტექსტი გამოსახულება„კრისტალბეთ ეროვნული ლიგის“ 29-ე ტურში ლიდერი ისევ შეიცვალა. „ტორპედომ“ უშუალო კონკურენტ „იბერიასთან“ 0:3 წააგო და პირველიდან მესამე ადგილზე დაქვეითდა. ეს ქუთაისელთა მიჯრით მეორე მარცხი გახლდათ.

„დილამ“ კი დაძაბულ ბრძოლაში მოუგო „სამგურალს“ – 2:1. გამარჯვების გოლი 91-ე წუთზე გაიტანა ირაკლი ბუღრიძემ.

ახლა „დილას“ და „იბერიას“ თანაბარი 58-58 ქულა მოუგროვდათ და გორელები პირველ საფეხურზე გატანილ-მიღებული ბურთების უკკეთესი ბალანსის გამო დგანან. „ტორპედოს“ ერთი ქულით ნაკლები აქვს.

საერთოდ, ჩემპიონობისთვის მებრძოლი სამეული უკვე აშკარად გამოიკვეთა და თუ სასწაული არ მოხდა, ტიტული „დილას,“ „იბერიასა“ და  „ტორპედოს“ შორის გათამაშდება. მესამეადგილოსანი „ტორპედო“ მეოთხეზე მდგარ „ბათუმს“ 12 ქულით უსწრებს.

შეიძლება იყოს 1 ადამიანი, თამაშობს ამერიკულ ფეხბურთს and თამაშობს ფეხბურთს გამოსახულება„ბათუმი“ ვახსენეთ და, ზღვისპირელთა გუნდში მთავარი მწვრთნელის პოსტზე გიორგი ჭიაბრიშვილის დებიუტი შედგა. დებიუტი წარმატებული გამოდგა, „ბათუმმა“ კი 16 აპრილის შემდეგ შინ პირველად გაიმარჯვა.

„დინამო“ „დინამო არენაზე“ დაბრუნდა (მანამდე თბილისელებმა ორი საშინაო მატჩი „დავით პეტრიაშვილზე“ ჩაატარეს). დაბრუნება იღბლიანი გამოდგა: ფერდინანდ ფელდჰოფერის შეგირდებმა აუტსაიდერ „თელავს“ 5:1 მოუგეს. დუბლი მიითვალა თბილისელთა 17 წლის შემტევმა ვახტანგ სალიამ.

„თელავმა“ კი ზედიზედ მეოთხე მატჩი წააგო.

„კოლხეთი“ და „სამტრედია“ ერთმანეთს უგოლოდ დაშორდნენ, თუმცა მეორე ტაიმის დასაწყისში სამტრედიელმა რატი არდაზიშვილმა პენალტი ვერ გაიტანა.

ბათუმი 3:2 გაგრა

1:0 ბალბურდია (11), 2:0 ინჯგია (62), 2:1 გაბისკირია (69), 3:1 მილჩენკო (71), 3:2 ლომთაძე (88)

გაძევება: უბილავა (45+3) – გაგრა

დინამო 5:1 თელავი

1:0 ხვადაგიანი (20), 2:0, 3:0  სალია (38, 60), 4:0 გორდეზიანი (66), 4:1 გეორგიევიჩი (78), 5:1 ვაწაძე (80)

კოლხეთი 0:0 სამტრედია

48-ე წუთზე არდაზიშვილმა (სამტრედია) ვერ გაიტანა პენალტი

იბერია 3:0 ტორპედო

1:0 სილა (3), 2:0 ტაბატაძე (35), 3:0 ოთარ მამაგეიშვილი (38)

 დილა 2:1 სამგურალი

1:0 შეყილაძე (10), 1:1 კალანდარიშვილი (50), 2:1 ბუღრიძე (90+1)

გუნდითამაშიმოგებაფრეწაგებაბურთებიქულა
დილა291610350:2358
იბერია 199929184763:4158
ტორპედო29176649:3457
ბათუმი29129835:3345
დინამო29911931:3238
სამგურალი29871439:4131
კოლხეთი296121137:4830
გაგრა29751725:4326
სამტრედია295111329:4926
თელავი29591523:3724

მეგოლეები: ბიორნ იონსენი (ტორპედო/ნორვეგია) – 19, ტაირელ ვაუტერი (დილა/ნიდერლანდები) – 16, გიორგი კოხრეიძე (იბერია) – 14, შეიკნე სილა (იბერია/მალი) – 11, ლუკა ხორხელი (სამგურალი) – 10