გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ“ სან სებასტიანში „რეალ სოსიედადთან“ 0:3 წააგო და გასავარდნთა სამეულში დაბრუნდა. ქვემოთ შეგიძლიათ ნახოთ შეხვედრის რჩეული მომენტები და დარწმუნდეთ, რომ ქართველი მეკარის ბრალი ერთი გოლიც არ ყოფილა. პირიქით, მან ორ ეპიზოდში გუნდი კიდევ ორი გოლისგან იხსნა.

„საშინლად გულნატკენი ვარ. ორი სერიოზული შეცდომა დავუშვით და მეტოქეს 3:0 გამარჯვების საშუალება მივეცით. მძიმე მარცხმა უნდა გამოგვაფხიზლოს. საკმარისია ასეთ დღეში ყოფნა. ჩვენ სხვა ამბიცია და სხვა მენტალიტეტი უნდა გვქონდეს.

ძალიან გაბრაზებული ვარ და ხალხიც რასაკვირველია გაბრაზებული უნდა იყოს. გულშემატკივრები აბსოლუტურად მართლები არიან. მათ თამაშის ყურება იმ იმედით დაიწყეს, რომ ჩვენგან ბრძოლას ნახავდნენ, რეალურად კი დაინახეს ის საშინელება, რამაც „რეალ სოსიედადს“ პირველი გოლის გატანის შესაძლებლობა მისცა. ეს ძალიან გამაღიზიანებელია, რადგამ ამ ასპექტზე ბევრი გვქონდა ნამუშევარი.

გავარდნა? შემდეგ კვირაში ხომ არ ვვარდებით. ჯერ დრო არის. რაღაცები უნდა გამოვასწოროთ. უნდა ვირწმუნოთ, რომ ქულების მოპოვება შეგვიძლია“, ― თქვა „ღამურების“ თავკაცმა რუბენ ბარახამ.