სანაკრებო პაუზის შემდეგ, ეროვნული ლიგის გათამაშბა განახლდა. გაიმართა 24-ე ტურის მატჩები, რომლებსაც სატურნირო ცხრილში მნიშვნელოვანი ცვლილება არ შეუტანია.

„იბერია“ აგრძელებს ტრიუმფალურ სვლას. ლევან კორღალიძის შეგირდებმა ზედიზედ მეოთხე შეხვედრა მოიგეს, თანაც ოთხივეში სამ ბურთზე ნაკლები არ გაუტანიათ. ბათუმელებს კი რთული პერიოდი უდგათ, კრიზისი აშკარაა – მოქმედმა  ჩემპიონმა ბოლო 8 შეხვედრაში მხოლოდ ერთხელ გაიმარჯვა.

ტორპედომ კოლხეთს ორი უპასუხო გოლი გაუტანა

მოიგო „ტორპედომაც.“ ფაცაციასა და  იონსენის გოლებით. ნირვეგიელისთვის ეს მე-14 გოლი გახლდათ სეზონში და ის კვლავ ერთპიროვნულად ლიდერობს ბომბარდირთა დავას.

ლიდერი „დილა“ მხოლოდ 5  წუთის განმავლობაში აგებდა სტუმრად „დინამოსთან,“ კალანდაძის 83-ე წუთზე გატანილს 88-ზე გორელებმა ნიდერლანდელი ვაუტერის პენალტით უპასუხეს.

„დილა“ 48 ქულით კვლავ ლიდერია, თუმცა მეორე-მესამე ადგილებზე მდგარმა „იბერიამ“ და „ტორპედომ“ სხვაობა შეამცირეს და მას უკვე მხოლოდ სამი პუნქტით ჩამორჩებიან.

„თელავმა“ უშუალო კონკურენტ „გაგრასთან“ უმნიშველოვანესი თამაში წააგო – 0:1 და ცხრილში ადგილი გაუცვალა. „თელავში“ კვიპროსელი სპეციალისტის, პაბოს ხრისტოდულუს დებიუტი წარუმატებელი აღმოჩნდა.

ფრედ დასრულდა „იმერული დერბი“ „სამტრედიასა“ და „სამგურალს“ შორის – 2:2. სამტრედიელები ესპანელი ინგო მარტინის გოლით იგებდნენ, თუმცა პირველი ტაიმის მიწურულს ძმებმა ხორხელებმა ერთი წუთის ინტერვალში წინ გაიყვანეს სტუმრები. ლუკამ პენალტი ზუსტად დაარტყა, მალევე კი ნიკამ სტუმრები დააწინაურა. თუმცა სამტრედიელებმა მაინც შეძლეს გათანაბრება, თავი კამერუნელმა ეკონგოლომ გამოიჩინა.

იბერია 3:0 ბათუმი

1:0 სილა (45+1), 2:0 აგიავა (61), 3:0 გიზო მამაგეიშვილი (90+2)

თელავი 0:1 გაგრა

0:1 პაპუაშვილი (51)

ტორპედო 2:0 კოლხეთი

1:0 ფაცაცია (74), 2:0 იონსენი (90+1)

სამტრედია 2:2  სამგურალი

1;0 მარტინი (30), 1:1 ლუკა ხორხელი (44 პენ), 1:2 ნიკა ხორხელი (45+1), 2:2 ჩიტაიშვილი (67)

დინამო 1:1  დილა

1:0 კალანდაძე (83), 1:1 ვაუტერი (88 პენ)

გუნდითამაშიმოგებაფრეწაგებაბურთებიქულა
იბერია 199933224770:4370
ტორპედო33197754:3864
დილა331711554:2862
ბათუმი3313101039:3849
სამგურალი331091448:4739
დინამო339121232:3839
გაგრა331051834:4935
კოლხეთი337131342:5634
თელავი33791727:4030
სამტრედია335121631:5427

მეგოლეები: ბიორნ იონსენი (ტორპედო, ნორვეგია) – 14, ტაირელ ვაუტერი (დილა, ნიდერლანდები) – 12, გიორგი კოხრეიძე (იბერია) –   10,