Brahim Díaz of Real Madrid CF battle for the ball with Romain Perraud of Real Betis during the La Liga match between Real Madrid CF and Real Betis...
ბრაჰიმ დიასი

ანტონიო კონტემ იმთავითვე იცოდა, რომ მისი „ნაპოლისთვის” ზედგამოჭრილი ფორვარდი რომელუ ლუკაკუ იყო. მწვრთნელი მას აღნაგობით ხშირად ამერიკული ფეხბურთის ვარსკვლავს ადარებს. ბელგიელი ფიზიკურად ძლიერია და დიდი მასის მქონე ადამიანისთვის უჩვეულოდ სწრაფად გადაადგილდება. ის აერთიანებს თვისებებს, რომლებიც კონტეს სჭირდება: შეუძლია ბურთის მიღება, შენარჩუნება, ამით ნახევარმცველებისთვის საქმის გაიოლება და კომბინაციის სხარტად დაგვირგვინება.

აი, „ნაპოლის” ყოფილი ფორვარდი კრისტიან ბუჩი კი სხვა აზრისაა. მან 1 Station Radio-თი გამოსვლისას ასე თქვა: „როგორ ფიქრობთ, „აძურიმ” ვიქტორ ოსიმენის გაშვებითა და ლუკაკუს მიყვანით მოიგო თუ წააგო? ჩემთვის ოსიმენი მსოფლიოს ერთ-ერთ უძლიერეს თავდამსხმელად რჩება. თუ ამ ორი ფეხბურთელის ასაკსა და მახასიათებლებს გათვალისწინებით, ვფიქრობ „ნაპოლი” ინანებს. მათი შედარება არ შეიძლება, თუმცა არის მეორე მხარეც: ოსიმენს წასვლა უნდოდა, ლუკაკუ კი ენთუზიაზმით აღსავსე მოვიდა”.

ამასობაში კი ოსიმენი აფრიკის „ოქროს ბურთის” მთავარ კანდიდატთა შორის აღარ არის, რაზეც ესპანურმა „მარკამ” გაამახვილა ყურადღება. შეგახსენებთ, რომ ნიგერიელი კონტიტნეტის გასული წლის საუკეთესო ფეხბურთელია.

დაჯილდოვების ცერემონიალი დეკემბრის ბოლოს მაროკოში გაიმართება. სულ მალე გამოქვეყნდება 30 კანდიდატის სია, მოგვიანებით კი მათგან ათს გამოარჩევენ. „მარკა” წერს, რომ წლეულს მთავარი კანდიდატები „რეალის” ბრაჰიმ დიასი და „ატალანტას” ადემოლა ლუკმენი იქნებიან. საინტერესოა, რომ დიასი ესპანეთშია დაბადებულ-გაზრდილი, ლუკმენი კი ინგლისში. პირველი მაროკოს ნაკრებს წარმოადგენს, ხოლო მეორე ნიგერიისას, თუმცა 21 წლამდე პირველი ესპანეთის, ხოლო მეორე ინგლისის  ასაკობრივ გუნდში თამაშობდა.