„ნაპოლიმ” ხვიჩა კვარაცხელიას დიდებული თამაშის წყალობით სერია A-ს მეორე ტურში „ბოლონიას” 3:0 მოუგო. კვარაცხელიამ კაპიტან ჯოვანი დი ლორენცოს შესანიშნავი პასით ანგარიში გაახსნევინა, მეორე ტაიმში კი თავადაც შეაგდო. გთავაზობთ იტალიური საიტებისა და გამოცემების მიერ დაწერილს= შეფასებებს.

calciomercato — 7.5 ის მუდმივად ანთებდა „ნაპოლის” ალს. პირველ ტაიმში ძელსაც კი გაარტყა ბურთი. შემდეგ ჩვენ ვიხილეთ დიდი ჩემპიონის თამაში, როდესაც დი ლორენცოს საგოლე პასი მიაწოდა. და ეს ყველაფერი იყო სამზადისი მისი საკუთარი გოლისთვის, რომელიც 75-ე წუთზე გავიდა. ამ ეპიზოდში მან ინდივიდუალურად იმოქმედა და მარცხენა ფეხით გაუტანა სკორუპსკის, რომელსაც საქმე ბეუკემას ფეხიდან რიკოშეტმა გაურთულა.

iamnaples — 8.0 საგოლე პასი და გოლი. მან „მარადონა” მსოფლიო კლასის თამაშით აანთო. შთამბეჭდავი იყო მისი მონაწილეობა იმ ეპიზოდებში, როდესაც ბურთს მეტოქე ფლობდა. ის მარცხენა ფრთაზე ოლივერასთან ჩინებულად თამამშრომლობდა.

areanapoli — 8.5 მისი ჯადოქრობა „ნაპოლის” ყველა სახიფათო მოქმედებაში იგრძნობოდა. ჯერ იყო და კინაღამ თავურით გაიტანა, შემდეგ მეტოქეთა ზურგსუკან გადაკიდებული პასით დი ლორენცოს გაახსნევინა ანგარიში, ბოლოს კი ორ მეტოქეს შორის შევიდა, მოედანი გასერა და თავად გაიტანა. მას თანაგუნდელების შესანიშნავად ესმოდა. ის მამა გახდა… და საკუთარი ხელახალი დაბადების სურათიც დახატა.  ჰაერში აღორძინების სურნელი დატრიალდა. ის არასდროს გამქრალა. ჩრდილში კი ბატონო, მოქცეულა.

eurosport  — 8.0  მას მერე რაც კვირის შუაში ვაჟი შეეძინა, მან „მარადონაზე” ხმამაღალი გამოსვლით ცეცხლი დაანთო და თავისი გუნდის მიერ შექმნილ ყველა სახიფათო მომენტში მიიღო მონაწილეობა. გოლი, საგოლე პასი და გაცილებით მეტი.

napolipiu — 10 ის იყო აბსოლუტური ვარსკვლავი. ახალშობილი ვაჟის ქართველმა მამამ გოლიც გაიტანა, საგოლე პასიც შესარულა და საერთოდაც ვარსკვლავურად ითამაშა.

tuttomercatoweb — 7.5  ყოველთვის, როდესაც მის წინააღმდეგ თამაშობ, ის განსაკუთრებული ყურადღების ობიექტი უნდა გახდეს: როდესაც „ბოლონიას” მარჯვენაფლანგელებმა მის მიმართ არასტანდარტული დამოკიდებულება გამოამჟღავნეს, გაღიზიანებული 77 ნომერი გარკვეული ხნის განმავლობაში ვეღარ ბრწყინავდა.

calcionapoli24 — 7.5 მისი ფეხები ისეთივეა, როგორიც საუკეთესო დღეებში იყო. პირველ ტაიმში როდესაც ბურთი იხელთა რამდენიმეჯერ ააწიოკა მეტოქე. პოლიტანოს ჩაწოდებული ბურთი ხარიხასაც გაარტყა. დი ლორენცოს საუცხოო პასი ჩააწოდა: მსუბუქი შეხებით, დიდი ელეგანტურობითა და ტექნიკით. გოლი კი დიდებული სლალომით შეაგდო.

napolimagazine — 8.0 როგორც ყოველთვის საინტერესო დრობლინგით გამოირჩეოდა, მუდამ სახიფათო იყო, დი ლორენცოს დიდებული ასისტენტობა გაუწია და მარცხენა ფეხით გოლი შეაგდო.

აქვე ილუსტრაციების სახით გთავაზობთ იმ საიტების შეფასებებს, რომლებიც სტატისტიკას ეყრდნობიან: flashscore და whoscored.