„ვალენსიამ” ვიგოში 1:3 წააგო. ეს გახლდათ „ღამურების” ზედიზედ მეორე მარცხი. გიორგი მამარდაშვილის გუნდს ორი ტურის შემდეგ ქულა არ აქვს, მისმა მწვრთნელმა რუბენ ბარახამ კი მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ თუ ასე გაგრძელდება, მათი ადგილი ლა ლიგაში არ არის. მატჩის ბოლოს ბარახამ რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი შეცვალა, რამაც გააჩინა ეჭვი, რომ ის „სელტასთან“ მარცხს შეეგუა იყო და ძალები საოთხშაბათოდ, ბილბაოსთვის შეინახა.

ქართველ გულშემატკივარს ცხადია გიორგი მამარდაშვილის თამაში აინტერესებდა. Plazadeportiva-მ სტატიაში „მარტო მამარდაშვილი საკმარისი არ არის” დაწერა: „პირველი ტაიმის მიწურულს მან იაგო ასპასს პენალტი აუღო და თავის გუნდს თამაშის გადარჩენის შანსი შეუნარჩუნა (ანგარიში იყო 2:1 მასპინძელთა სასარგებლოდ). მეორე ტაიმში გიორგის მზე უჭყიტინებდა, მაგრამ მესამე გოლს მაინც ვერაფერს მოუხერხებდა. მეკარის კარგი თამაში საკმარისი არ არის. სამივე გოლის დროს თანაგუნდელებმა მამარდაშვილი მიატოვეს”.

ანგარიში მე-14 წუთზე დიეგო ლოპესმა გახსნა, მაგრამ 23-ზე ოსკარ მინგუესას პასით იაგო ასპასმა გაათანაბრა. 28-ე წუთზე ასპასმა „სელტა” წინ გაიყვანა, ტაიმის ბოლოს კი, როგორც მოგახსენეთ, მამარდაშვილს პენალტი ვერ გაუტანა. შესვენების შემდეგ, 60-ე წუთზე, ფრან ბელტრანმა სტუმრებს მესამეც შეუგდო.