
ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიმ” შოტლანდიელი ბილი გილმორის შეძენის საქმე ფაქტობრივად გაჩარხა. ნეაპოლელთა სპორტული დირექტორი ჯოვანი მანა ლონდონშია, სადაც ტრანსფერს შეიძლება დღესვე დაუსვას წერტილი. „აძურიმ” ფეხბურთელის წარმომადგენლებთან ყველა საკითხი მოაგვარა. ახლა „ბრაიტონთან” შეთანხმება დარჩა.
თუმცა მანა ინგლისში მარტო გილმორის გამო არ ჩასულა. მას „ჩელსისთან” რომელუ ლუკაკუსა და ვიქტორ ოსიმენის საქმეზე სურს დალაპარაკება. მოგეხსენებათ, „ატლეტიკოდან” ესპანელი სამუ ომოროდიონის ტრანსფერის ჩაშლის შემდეგ ლონდონელები კვლავ ოსიმენს დაუბრუბდნენ. აქამდე „ნაპოლი” ლუკაკუს ოსიმენში გაცვლასა და სხვაობის ფულად აღებას უარობდა, ამბობდა, რომ ეს ორი სხვადასხვა ოპერაციაა, მაგრამ ახლა, როდესაც სატრანსფერო სეზონი დასასრულს უახლოვდება, ფეხბურთის სეზონი კი იწყება, უკეთესი ვარიანტის ლოდინის დრო აღარ არის.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური09/06/2026 | 09:12ალეგრი მილანში გაიჭედა
სიახლეები09/06/2026 | 08:15მთავარი მეკარე უნაი სიმონი იქნება
აქეთურ-იქითური09/06/2026 | 07:15კლუივერტთა შორის უკლუივერტესი
მთავარი ამბავი08/06/2026 | 09:28ფლორენტინო: წინ ბევრი ისტორიული მოვლენაა!
