Khvicha Kvaratskhelia of SSC Napoli and Mattia Caldara of Modena FC compete for the ball during the serie Coppa Italia Frecciarossa match between SSC...
კვარას მონდომების მიუხედავად „ნაპოლიმ” „მოდენას” გოლი ვერ გაუტანა

„ნაპოლიმ” იტალიის თასის ოცდამეთორმეტედფინალში პენალტებით დაამარცხა „მოდენა” და მეთექვსმეტედფინალში „პალერმოს” შეხვდება. სიცილიელებმა სტუმრად მოუგეს „პარმას” 1:0. შეხვედრის ერთადერთი გოლი „ნაპოლის” ლეგენდის ლორენცო ინსინიეს უმცროსმა ძმამ, 30 წლის რობერტომ გაიტანა. ის 2012-19 წლებში თავად თამაშობდა „ნაპოლიში”. „პალერმო” ისევე როგორც „მოდენა” სერია B-ში გამოდის.

„ნაპოლისა” და „პალერმოს” მეთექვსმეტედფინალური დაპირისპირება 25 სექტემბერს ნეაპოლში, „სტადიო დიეგო მარადონაზე” გაიმართება. ისევე როგორც „მოდენას” შემთხვევაში, შემდეგ ეტაპზე გამსვლელის ვინაობა ამჯერადაც ერთ მატჩში გაირკვევა.

თუ „ნაპოლი” მერვედფინალში გავა მისი მეტოქე იქნება „ლაციო”. „პარტენოპეელებმა” იტალიის თასის მიმდინარე გათამაშება ადრეული ეტაპებიდან იმიტომ დაიწყეს, რომ გასულ სეზონში სერა A-ს ცხრილში მხოლოდ და მხოლოდ მე-10 ადგილი დაიკავეს.