Mamardashvili during training.რუბენ ბარახამ თავიდანვე იცოდა, რომ „ვალენსიას” სატრანსფერო ბაზარი ვარდებით მოფენილი საწოლივით სასიამოვნო არ იქნებოდა, მაგრამ მამარდაშვილთან დაკავშირებული სიტუაცია უკვე თავის ტკივილად იქცა. „მესტალიას” ბინადარი კლუბი დარწმუნებული იყო, რომ მამარდაშვილს ევროპის ჩემპიონატის დამთავრებისთანავე გაყიდდა, რის გამოც „რიო ვალეკანოდან” თავისუფალი აგენტი დიმიტრიევსკი დაიმატა. სანამ მამარდაშვილი ევროზე გამოდიოდა და მერე ისვენებდა, ყველაფერი კონტროლს ექვემდებარებოდა.

დიმიტრიევსკიმ „ვალენსიას” პრე-სეზონზე ყველა ამხანაგურ შეხვედრაში კარგად ითამაშა. როგორც „მარკამ” დაწერა, ბარახამ გადაწყვიტა მამარდაშვილი „აინტრახტთან” „ტროფეო ტარონჯას” შეხვედრამდე არ ათამაშოს, მაგრამ ამ შეხვედრის დღე დადგა, მამარდაშვილი კი კვლავ გუნდშია. ახლა ბარახას წინაშე ასეთი საკითხი დგას: სატრანსფერო სეზონის ბოლომდე დაიცადოს თუ ათამაშოს მამარდაშვილი და ამასთან დაკავშირებულ ყველა რისკზე წავიდეს. გადაწყვეტილების მიღება იოლი არ არის.

შექმნილ მდგომარეობას ემატება პრობლემა, რომელიც წარმოიქმნება იმ შემთხვევაში თუ ბარახა ლა ლიგის პირველ შეხვედრებში დიმიტრიევსკის (რომელმაც მთელი სეზონისწინა შეკრება ჩაატარა) სკამზე დასვამს და მამარდაშვილს ათამაშებს, ქართველი კი ადგება და სატრანსფერო ბაზრის დახურვამდე სხვაგან გადავა. ასეთ შემთხვევაში მწვრთნელი დიმიტრიევსკის წინაშე ძალიან უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდება. ამის მიუხედავად, საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ სანამ კლუბისგან სხვა მითითითებას არ მიიღებს, ბარახა ქართველის თამაშს აპირებს.

ლივერპულის მოლოდინში

ფაქტია, რომ ბაზარზე მამარდაშვილის მიმართ ინტერესი არ შეწყვეტილა, მაგრამ „ნიუკასლის” გარდა, რომელმაც ზაფხულში პირველმა გამოიჩინა ინიციატივა (თუმცა 25 მილიონზე ვაჭრობა შეწყვიტა), „ვალენსიას” კარზე სხვას არავის დაუკაკუნებია. კლუბი ფინასურად ძლიერი არ არის, ამიტომ ქართველის შეძენის მსურველებმა იციან, რომ მისი ხელში ჩაგდება რეალურ ფასზე გაცილებით იოლად შეიძლება. ჯერჯერობით დაძაბული სიჩუმეა, ამასობაში კი დღეს „მესტალიაზე” პრეზენტაცია გაიმართება.

დიეგო პიკო, Marca