This was the official confirmation that Lyles had wonმძლეოსნობის ამერიკელმა ვარსკვლავმა ნოა ლაილსმა 100 მეტრზე სირბილში ოლიმპიური ოქრო არნახულად მცირე 0.005 წამიანი უპირატესობით მოიგო. მსოფლიო პრესა პარიზულ გარბენს ოლიმპიადების ისტორიაში ერთ-ერთ უდიადესს უწოდებს.

Lyles held the US flag aloft after his moment of triumphმას მერე, რაც ფინიშის ხაზი რვა მძლეოსანმა გადაკვეთა, დაიწყო ნერვიული ლოდინი. გამარჯვებულის ვინაობა ფოტო ფინიშს უნდა გაერკვია. საბოლოოდ გაირკვა, რომ გაიმარჯვა 27 წლის ფლორიდელმა, რომელმაც 100 მეტრი 9.79,784 წამში გაირბინა, მეორე ადგილზე გასული იამაიკელი კიშეინ ტომპსონის შედეგი კი იყო 9.79,789 წამი.

„ამაზე დიდ მომენტზე ვერც ვიოცნებებდი, — თქვა BBC-სთან საუბარში ლაილსმა გამარჯვებიდან რამდენიმე წუთის შემდეგ, — სანამ აქ მოვიდოდი ბიო-მექანიკოსმა ბიჭმა მითხრა, წარმოუდგენლად ახლოს იქნებითო და, ღმერთო, ხომ ნახეთ მართალი აღმოჩნდა”.

ოთხგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა მაიკლ ჯონსონმა იმავე BBC-ს უთხრა: „ეს იყო საუკეთესო ფინალი, რომელიც ოდესმე მინახავს. გარბენში იმდენი დიდი სპორტსმენი მონაწილეობდა, რომ გამარჯვებულის ამოცნობა უბრალოდ შეუძლებელი იყო. წინასწარ ამოცნობა კი არა, გარბენის დასრულების მერე რამდენიმე წუთის განმავლობაში არც კი ვიცოდით ვინ გახდა ჩემპიონი.

ნოას შეუძლია თქვას, რომ მისი არ სწამდათ, მაგრამ ასეთ დღეში თავად ჩაიგდო თავი. ნახევარფინალის ჩათვლით ის კარგად ვერ გამოდიოდა. ფინალში კი მან ყველაფერი ჩააქსოვა. დიახ, ის ბოლოში იყო, მაგრამ როდესაც თავის სიხშირეზე გადის, მისი დამარცხება შეუძლებელია”.