პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ძიუდოს გუნდური ჩემპიონატის დღე დადგა. სამწუხაროდ, საქართველოს ნაკრები შეჯიბრებას დასაწყისშივე გამოეთიშა – ლაშა გუჯეჯიანის გუნდი იტალიასთან 3:4 დამარცხდა. პირველი გამარჯვება ეთერ ლიპარტელიანმა (75 კგ) მოიპოვა; შემდეგ ლაშა შავდათუაშვილმა (73 კგ) და ეთერს ასკილაშვილმა (70 კგ) წააგეს; ანგარიში ლაშა ბექაურმა (90 კგ) გაათანაბრა; სოფიო სომხიშვილის (+70 კგ) მარცხის შემდეგ კიდევ ერთხელ ჩამოვრჩით; მორიგი გამთანაბრებელი ქულა ილია სულამანიძის (100 კგ) იყო, რომელიც გუნდში გურამ თუშიშვილის (+100 კგ) დისკვალიფიკაციის გამო მოხვდა.
3:3-ზე ლოტოტრონმა 73 კილოგრამამდე წონით კატეგორია ამოიღო. მეოთხედფინალის ბედი ლაშა შავდათუაშვილზე ეკიდა, მაგრამ ჩვენებური მანუელ ლომბარდოსთან კიდევ ერთხელ დამარცხდა და საქართველო მედალს ვერ შეწვდა.