Real Madrid : Toni Kroos fait l'éloge d'Arda Güler, dont il prédit "un  avenir énorme"

მადრიდის „რეალის” ყოფილმა ნახევარმცველმა ტონი კროოსმა „სამეფო კლუბისა“ და თურქეთის ნაკრების 19 წლის ფეხბურთელის არდა გულერის თვისებებზე ისაუბრა.

„მას დიდი მომავალი აქვს, თუ ჯანმრთელობამ ხელი შეუწყო. არდას სხვა ახალგაზრდა ფეხბურთელებისგან ის გამოარჩევს, რომ ღიაა ყოველივე ახლის მიმართ. მას შემდეგ, რაც ჩამოვიდა, არდამ დიდი ყურადღება დაუთმო ყველაფერს, რასაც ვაკეთებდით ვარჯიშამდე და შემდეგ. დღეს ასეთი მოთამაშე ცოტაა.

მას ნამდვილად სურს სწავლა და გაუმჯობესება. მისი თამაშის დამამთავრებელი ფაზა და მარცხენა ფეხი წარმოუდგენელია, ეს ყველამ შევნიშნეთ პირველივე ვარჯიშზე“, – თქვა ტონი კროოსმა, რომელიც გულერს აწი უკვე ტრიბუნიდან თუ შეხედავს.

შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში გულერმა ყველა ტურნირზე 13 მატჩში მიიღო მონაწილეობა, რომლებშიც შვიდი გოლი გაიტანა. ევრო 2024-ზე კი საქართველოს ულამაზესი გოლი გაუტანა. ფეხბურთელის კლუბთან კონტრაქტი 2029 წლის ზაფხულამდე აქვს.

წილი
წინა სტატიაბარსელონას ნიკო შორდება
შემდეგი სტატიადაკარგული ოქრო
ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...