მაურო მელუზო გასულ სეზონში „ნაპოლის” სპორტულ დირექტორად მუშაობდა. მან Sportitalia-თან ინტერვიუში შარშანდელი ამბები გაიხსენა:

…ფეხბურთელთა კონტრაქტების განახლებასთან დაკავშირებით დიდი ხნის პრობლემები გვქონდა დაგროვილი. ამიტომაც დავკარგეთ პიოტრ ჟელინსკი. ჯოვანი დი ლორენცომაც თქვა, რომ სხვადასხვა მიზეზის გამო გაურკვევლობის პერიოდი ჰქონდა. ცუდმა სეზონმა გავლენა იქონია ხალხზე, ფეხბურთელებზე, მწვრთნელებზე, კლუბსა და მის ყველა თანამშრომელზე…

…კონფლიქტები გასახდელში? არა, მსაგავსი არაფერი ყოფილა. იყო მცირე უთანხმოებები, მაგრამ შელაპარაკება არ მომხდარა. მეც არასდროს შევსულვარ ოთახში წიხლით და რომც შევსულიყავი, ვერაფერს ვიტყოდი. მინდა დი ლორენცოს დავუბრუნდე. დიახ, მას გაურკვევლობის მომენტი ჰქონდა, მაგრამ როგორც ვატყობ, ყველაფერი დარეგულირდა…

…რუდი გარსიას გაშვებაზე იმას გეტყვით, რომ იმხანად გუნდს გამოფხიზლება სჭირდებოდა. ჩვენ შევთანხმდით, რომ ფრანგი გასაშვები იყო. ამის ახსნა ადვილი არ არის. არის რიგი კონფიდენციალური ამბები, რომელთა მოყოლა არ შეიძლება. როდესაც გარსიამ თანამდებობა დატოვა, ცხრილში ჯერ კიდევ მეოთხე ადგილზე ვიყავით, მაგრამ მერწმუნეთ, ეს ბევრს არაფერს ნიშნავს. მიზნის მიღწევა ჯერ კიდევ შეიძლებოდა, თუმცა გუნდი ენთუზიაზმს კარგავდა. ფეხბურთელებს მწვრთნელის აღარ სწამდათ და ჩვენც ამიტომ გადავდგით ეს ნაბიჯი…

…ვალტერ მაცარი ის სპეციალისტია, რომელსაც ადრე „ნაპოლიში” წარმატებით ჰქონდა ნამუშევარი, მაგრამ მისთვის ამოცანისთვის თავის გართმევა ადვილი არ იყო. ისევე, როგორც ამის გაკეთება ადვილი არ იყო ფრანჩესკო კალცონასთვის. მის ხელშიც გუნდმა კიდევ უფრო მეტი ქულა დაკარგა. მთლიანობაში ეს იყო სეზონი ნაცრისფერი ლაიტმოტივით. ამის ახსნა ძნელია. ჩვენ არასწორ მოსახვევში შევუხვიეთ. მაცარის კვლავ თუ დავნიშნავდი მწვრთნელად? დიახ. და კალცონას? მასაც. ის უმაღლესი დონის პროფესიონალია…

…ჩემთვის „ნაპოლიში” სამუშაოდ მისვლა შეცდომა თუ იყო? არა. დე ლაურენტისთან სათანამშრომლოდ დღესაც მივიდოდი…

…კვარაცხეელიაზე ვერ გიპასუხებთ, რადგან არის კონფიდენციალური საკითხები, რომელთაც ვერ ვიტყვი…

…ოსიმენთან დაკავშირებით შეცდომებბი დავუშვით. მისი კონტრაქტის ვადა იწურებოდა და ამიტომ სხვანაირად უნდა მივდგომოდით. იმ პერიოდში ყველაზე საშური საქმე ეს იყო…

…სკუდეტო? „ნაპოლის” გასახდელი ადამიანური ფასეულობით არის სავსე. ხალხს სპორტული შედეგი აინტერესებს. შეიძლება თუ არა წარმატებული ციკლის თავიდან დაწყება? დიახ, რადგან ეკლესია სოფლის შუაში ააშენეს.