⚠️ Mbappé-Real Madrid: nuove conferme, gli ultimi dettagli e occhio a Leao | OneFootballმადრიდის „რეალის“ სამედიცინო შტამბა გადაწყვიტა, რომ გუნდის ახალწვეულს კილიან მბაპეს ცხვირის ოპერაცია არ სჭირდება.

ფორვარდმა ცხვირის ტრავმა საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობაში ევრო 2024-ის პირველ ტურში ავსტრიის ნაკრებთან მატჩში (1:0) მიიღო.

სამშაბათს, 16 ივლისს, „სანტიაგო ბერნაბეუზე“ კილიან მბაპეს, როგორც „რეალის“ ახალი ფეხბურთელის ოფიციალური პრეზენტაცია გაიმართა. თავდამსხმელი სამეფო კლუბში ცხრა ნომრით ითამაშებს.

კილიან მბაპეს წინა კლუბი ფრანგული „პარი სენ-ჟერმენი“ გახლდათ. გასულ სეზონში 25 წლის თავდამსხმელმა პარიზული კლუბის შემადგენლობაში შემადგენლობაში ყველა ტურნირზე 48 მატჩი ჩაატარა, 44 ბურთი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა შეასრულა.