თბილისის „დინამოს“ კიდევ ერთი ახალგაზრდა ფეხბურთელი გააგრძელებს კარიერას უცხოეთში – 18 წლის ცენტრალური ნახევარმცველი, ალქსანდრე ფეიქრიშვილი კიევის „დინამოში“ ითამაშებს – ტრანსფერს უკრაინული კლუბის ვებგვერდი ოფიციალურად ადასტურებს.

ფეიქრიშვილი საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრების კაპიტანია. ის თბილისის „დინამოს“ აკადემიის აღზრდილია, კლუბის მეორე გუნდში 28 მატჩი ჩაატარა და 9 გოლი გაიტანა.

ფეიქრიშვილთან კიევის „დინამომ“ 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

ალექსანდრე ფეიქრიშვილი | Lelo.Ge