Should Gareth Southgate remain as England manager? Alan Shearer makes his  thoughts clear ahead of EURO 2024 final„ნიუკასლისა“ და „ბლექბერნის“ ყოფილმა თავდამსხმელმა და ინგლისური ფეხბურთის ლეგენდამ, ალან შირერმა ნაკრების მწვრთნელ გარეთ საუთგეიტზე ისაუბრა.

„ვეჭვობ, შესაძლოა, ეს მატჩი საუთგეიტისთვის უკანასკნელი იყოს ინგლისის ნაკრებში. ჩვენ ყველა იმედგაცრუებული ვართ. დიახ, შეგვეძლო გვეთამაშა უფრო ლამაზი ფეხბურთი, უფრო შემტევი, მაგრამ ინგლისი მაინც გავიდა ფინალში. როცა ასე ახლოს მიხვალ, უნდა გადალახო ხაზი. მაგრამ რეალობა ისაა, რომ საუთგეიტის დროს ჩვენ ორჯერ მივაღწიეთ ევროს ფინალს, მაგრამ ვერ მოვიგეთ. ეს მას დააზარალებს და შესაძლოა გარეთმა იფიქროს, რომ ახლა სხვისი დროა“, – ამბობს შირერი.

საუთგეიტი გახდა ისტორიაში პირველი მწვრთნელი, რომელმაც ზედიზედ ორი ევროფინალი წააგო. ინგლისი ასევე გახდა ისტორიაში პირველი გუნდი, რომელმაც ზედიზედ ორჯერ წააგო ევროპის ჩემპიონატის ფინალი. 2021 წლის ტურნირის ფინალურ მატჩში ინგლისი იტალიის ნაკრებთან დამარცხდა.