გიორგი მიქაუტაძე 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის თანაბომბარდირი და „ოქროს ბუცის“ მფლობელი გახდა – ქართული ფეხბურთის ისტორიაში კიდევ ერთი საამაყო ფურცელი ჩაწერა.

შეგახსენებთ, რომ უეფა-ს პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ევრო 2024-ზე თუ რამდენიმე ფეხბურთელი ტურნირს თანაბარი გოლების რაოდენობით დაასრულებს, „ოქროს ბუცს“ ყველა მათგანი მიიღებს და დამატებითი მაჩვენებელი გათვალისწინებული აღარ იქნება. შესაბამისად, გიორგი მიქაუტაძე „ოქროს ბუცის“ მფლობელი გახდა.

ევრო 2024-ის საუკეთესო ბომბარდირთა და „ოქროს ბუცის“ მფლობელთა სია ასე გამოიყურება:

გიორგი მიქაუტაძე, საქართველო 3 გოლი (4 მატჩი)

ივან შრანცი, სლოვაკეთი 3 გოლი (4 მატჩი)

ჯამალ მუსიალა გერმანია 3 გოლი (5 მატჩი)

ჰარი კეინი, ინგლისი 3 გოლი (7 მატჩი)

დანი ოლმო, ესპანეთი 3 გოლი (6 მატჩი)

კოდი გაკპო, ნიდერლანდები 3 გოლი (6 მატჩი)

წილი
წინა სტატიარაა გასაკვირი – ესპანეთი!
შემდეგი სტატიაბელინგემის ევროემოცია 2024
ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...