July 2024, Mecklenburg-Western Pomerania, Greifswald: Toni Kroos' home town of Greifswald has honored the international footballer with a special...ტონი კროოსმა გერმანულ ტელეარხ ZDF-ს ინტერვიუ მისცა, რომელშიც პოლიტიკას გადაწვდა და თანამემამულეთა მღელვარება გამოიწვია. მაყურებელს განსაკუთრებული რეაქცია ჰქონდა კროოსის იმ მოსაზრებაზე, რომ დღევანდელი გერმანია ის აღარ არის ათი წლის წინ რომ იყო. მეტიც, გერმანიის ნაკრებისა და „რეალის” ყოფილმა ვარსკვლავმა თქვა, რომ ის ოჯახითურთ საცხოვრებლად ესპანეთში დარჩება, რადგან საღამოობით შვილის გერმანული ქალაქის ქუჩაში გაშვება უსაფრთხო არ არის. 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონის თქმით მასობრივმა მიგრაციამ გერმანიას გაცილებით დიდი დაღი დაასვა, ვიდრე ესპანეთს.

„გერმანიისა და ესპანეთის შესადარებლად გეტყვით, რომ 7 წლის გოგონა მყავს. ვინმემ რომ მკითხოს, როდესაც 14 წლის გახდება, სად მირჩევნია ისეირნოს ღამის 11 საათზე,  ესპანეთის თუ გერმანიის ქალაქში, მე ვუპასუხებ, დღევანდელი მდგომარეობით ესპანეთის ქალაქში”, — თქვა კროოსმა, გერმანელების დასამშვიდებლად კი დასძინა: „ყველა ხედავს, რომ ამ ქვეყანაში უცხოელებს გულღიად იღებენ. ეს კარგად ჩანდა 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე და კარგად ჩანს ახლაც, ევრო 2024-ზე”.