Spinazzola is in Naples, staying at the Hotel Parker's. Mister Conte is also in town
ლეონარდო სპინაცოლა ნეაპოლში დაინახეს

იტალიური მედიის ცნობით „ტორინოს” მცველის ალესანდრო ბონჯორნოს „ნაპოლიში” გადასვლა გადაწყვეტილი ამბავია. ეს ინფორმაცია „სქაი სპორტის” ეთერით ჟურნალისტმა ჯანლუკა დი მარციომ გაავრცელა. მხარეებს შორის შეთანხმება გაოფიციალურების ფაზაშია და დიდი შანსია დღეს გამოცხადდეს კიდეც.

„კლუბები შეთანხმდნენ და ახლა უკანასკლნელი იურიდიული საკითხების დამუშავების პროცესში არიან”, — თქვა დი მარციომ.

ბონჯორნოს „ნაპოლიში” გადასვლას ისიც ადასტურებს, რომ მცველი უახლოეს 48 საათში სამედიცინო შემოწმებას გაივლის, ეს კი, როგორც წესი, კონტრაქტზე ხელის მოწერის წინ ხდება.

ბონჯორნოს შეძენა ანტონიო კონტეს ხელმძღვანელობით დაგეგმილი პროექტის ნაწილია. წარმოშობით ტურინელი 25 წლის ცენტრალური მცველი „პარტენოპეელთა” ახალი ეპოქის ერთ-ერთ ცენტრალურ ფიგურად მოიაზრება. შეგახსენებთ, რომ „ტორინოში” ის საბა საზონოვის თანაგუნდელი იყო და თუკი დაშავდებოდა მის მაგივრად სწორედ საბას ათამაშებდნენ.

ამასობაში ნეაპოლში ჩავიდა 31 წლის მარცხენა მცველი ლეონარდო სპინაცოლა, რომელიც ბოლო ხუთი წლის განმავლობაში „რომაში” თამაშობდა. 2021 წლის ევროპის ჩემპიონი ოჯახთან ერთად სასტუმრო „პარკერში” დაბინავდა. წერენ, რომ სპინაცოლა და მისი ცოლ-შვილი აქ ორ დღეს გაატარებენ, შემდეგ კი ფეხბურთელი „აძურისთან” ერთად შეკრებაზე გაემართება. ნეაპოლში იმყოფება ანტონიო კონტეც, რომელიც დღეს შეხვდება სპინაცოლას. areanapoli-ს ინფორმაციით ვეტერანს „ნაპოლიში” თამაში სურს და ამის გამო რამდენიმე არაბულ კლუბს უარი შეუთვალა.