Robin Le Normand of Spain, Zuriko Davitashvili of Georgia and Rodri of Spain battle for the ball during the UEFA EURO 2024 round of 16 match between...„ეკიპის” ცნობით „სენტ ეტიენი” „ბორდოსგან” საქართველოს ნაკრების 23 წლის შემტევს ზურიკო დავითაშვილს ყიდულობს. გავლენიანი ფრანგული გაზეთი წერს, რომ საკითხი მოგვარებულია. „მწვანეები” ჟირონდისტებს 6 მილიონ ევროს გადაუხდიან და თუ ტრანსფერი გაამართლებს, ბონუსებსაც დაამატებენ.

ლიგა 1-ში ადგილის დაბევების შემდეგ „სენტ ეტიენი” შემადგენლობის გაძლიერებას შეუდგა. უპირველეს ყოვლისა მან „რეიმსის” ყოფილი კაპიტანი, 36 წლის იუნის აბდელჰამიდი დაიმატა. ვეტერანი გუნდს აუცილებლად შესძენს გამოცდილებას, ახლა კი ახალგაზრდული ენერგიით დამუხტვაა საჭირო.

დავითაშვილი, რომელმაც საქართველოს ნაკრების სხვა მოთამაშეებთან ერთად ყურადღება ევრო 2024-ზე მიიპყრო, 2022 წლიდან ლიგა 2-ში, კერძოდ „ბორდოში” თამაშობდა. მან გასულ სეზონში 8 გოლი გაიტანა და 9 საგოლე პასი ჩააწოდა. ის „სენტ ეტიენთან” ოთხწლიან კონტრაქტს გააფორმებს.