რამდენი უცნაური კაცი ჰყავს ამ ქვეყანას გნებავთ საქართველოში და გნებევთ მის ფარგლებს გარეთ. ერთ-ერთი მათგანი მადრიდის „რეალის” ყოფილი მეკარე ფრანსისკო იგივე პაკო ბუიო ყოფილა. ბუიო 66 წლისაა. მან 1986-1997 წლებში „რეალის” შემადგენლობაში 343 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. მანამდე „სევილიაში” ჩაატარა 199 შეხვედრა. უფრო ადრე ბუიოს 122 მატჩი აქვს ნათამაშევი „დეპორტივო ლა კორუნიას” შემადგენლობაში და მართალია ესპანეთის ნაკრების მწვრთნელები — მეტწილად ხავიერ კლემენტე — არ სწყალობდნენ მეკარეობის ავან-ჩავანი წესით კარგად უნდა ესმოდეს.
ნაკრებში ბუიოს სულ 7 შეხვედრა აქვს ჩატარებული. კლემენტე მასზე წინ, როგორც წესი, ბარსელონელ ანდონი სუბისარეტას აყენებდა.
თუმცა, ბუიოზე ბევრი ლაპარაკი ნამდვილად არ ღირს, რადგან მან ერთი თავისი მოსაზრებით უპირველეს ყოვლისა თავად ესპანეთში გააკვირვა ხალხი. ამის გამგონე superdeporte პირდაპირ წერს, რომ წარსულში მაღალი დონის ფეხბურთელობა არ ნიშნავს, რომ ადამიანს ფეხბურთისა რამე გაეგება. კერძოდ კი აი, რაზეა ლაპარაკი:
„მამარდაშვილი ევროპის ჩემპიონატზე პირველი კი არა, მეშვიდე მეკარეც კი არ არის”, — თქვა ბუიომ, პროფესიონალმა და სპეციალისტმა, როგორც პრესაში ხშირად იხსენიებენ ვეტერან ფეხბურთელებს.
დასკვნა თქვენთვის მოგვინდია.