გერმანიაში ქართული ზღაპარი გრძელდება – საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში გავიდა!!!

F-ჯგუფის მესამე ტურში საქართველოს ნაკრები პორტუგალიას ხვდებოდა და ქართველ ფეხბურთელებს მხოლოდ მოგება სჭირდებოდათ პლეი-ოფში გასასვლელად. ქართველმა ფეხბურთელებმა ეს შეძლეს – პორტუგალია პირწმინდად დაამარცხაეს და 16 საუკეთესო გუნდში მოხვდნენ.

საქართველოს ნაკრები მე-2 წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ დააწინაურა, მეორე ტაიმის დასაწყისში კი პენალტით გოლი მიქაუტაძემ გაიტანა და ეროვნული გუნდი კიდევ უფრო წინ გაიყვანა — 2:0.

გიორგი მიქაუტაძისთვის ეს ევროპის ჩემპიონატზე მესამე გოლი გამოდგა და იგი ბომბარდირთა სიას სათავეში ჩაუდგა!!!

პორტუგალიასთნ მატჩის საუკეთესო მოთამაშე კი ხვიჩა კვარაცხელია გახდა.

მერვედფინალურ შეხვედრას საქართველოს ნაკრები 30 ივნისს, 23:00 საათზე  ესპანეთის წინააღმდეგ გამართავს.

კობა ინასარიძე, სპეციალურად სარბიელისთვის გელზენკირხენიდან

გიორგი ჯიქიას ფოტოები