გერმანიის პოლიციას ევრო 2024-ის პირველივე ტურში გამოუჩნდა საქმე. გელზენკირხენში ინგლისისა და სერბეთის ნაკრებთა შეხვედრამდე ხუთი საათით ადრე გულშემატკივრები ერთმანეთს დაერივნენ. სამართალდამცველებმა ცხადია იცოდნენ, რომ მატჩი მაღალი რისკის კატეგორიას განეკუთვნებოდა. როგორც ინგლისელი ასევე სერბი ფანები „ბებერ კონტინენტზე” ყველაზე ცხელთავიანთა ჯგუფში შედიან. მობილიზებული იყო 3 ათასამდე ძალოვანი, მაგრამ ინციდენტის პრევენცია ვერ მოხერხდა.

გარკვეული პრობლემები იყო გერმანიისა და შოტლანდიის მატჩის წინაც. ბერლინში, ერთ-ერთ ფანზონაში იპოვეს საეჭვო საგანი, რომელიც საგულდაგულოდ შეამოწმეს და საჯარო ადგილს გაარიდეს.