Alessandro Buongiorno of Torino FC celebrates scoring his team's third goal with teammate Raoul Bellanova during the Serie A TIM match between Torino...
ბონჯორნო და ბელანოვა

„ნაპოლის” ახალი მწვრთნელი ანტონიო კონტე ფეხბურთელების შერჩევას შეუდგა. მწვრთნელი სპორტულ დირექტორ ჯოვანი მანასთან ერთად კონკურენტუნარიანი შემადგენლობის შეკრებას იწყებს. მოგეხსენებათ, ის ცდილობს კაპიტანი ჯოვანი დი ლორენცო დარჩენაზე დაითანხმოს, მაგრამ ეს საკითხი ჯერ გადაუჭრელია.

ამასობაში ითქვა, რომ კონტე სამ ფეხბურთელს დაუკავშირდა და მათ „ნაპოლიში” გადაბარგება შესთავაზა. ისინი არიან ბელგიელი რომელუ ლუკაკუ და იტალიელები: ალესანდრო ბონჯორნო და რაულ ბელანოვა. ბონჯორნო და ბელანოვა გასულ სეზონში „ტორინოში” საბა საზონოვის თანაგუნდელები იყვნენ. პირველი ოცდახუთი წლისაა, მეორე — ოცდაოთხის. ორივე ტანმაღალია — 190 და 188 სანტიმეტრი. ბონჯორნო ცენტრალური მცველია, ხოლო ბელანოვა მარჯვნივ თამაშობს. რაც შეეხება ლუკაკუს, ის 31 წლის ცენტრალური თავდამსხმელია და „ჩელსის” ეკუთვნის, თუმცა იჯარის წესით „რომაში” გამოდიოდა.

როგორც იტალიური საიტები წერენ „ნაპოლიში” გადასვლის სურვილი სამივემ გამოთქვა, რაც ცხადია კონტესთან მუშაობის ეშხით არის განპირობებული. დანარჩენი კი კლუბებს შორის ვაჭრობის საგანია.