მიხეილ ლომთაძე • Forbes Georgiaრამდენიმე დღის წინ გავრცელდა ცნობა, რომ 48 წლის ბათუმელმა ბიზნესმენმა მიხეილ ლომთაძემ, ვინც „ფორბსის“ მილიარდერთა სიაში 581 ადგილზაე და ვისი ქონებაც 5.7 მილიარდი დოლარით არის შეფასებული, ინგლისის პირველი ლიგის „უიკომ უონდერესის“ აქციათა 90 პროცენტი შეიძინა.

„უიკომბმი“ დიდი კლუბი არასდროს ყოფილა და დაარსების (1887) დღიდან ინგლისის დაბალი ლიგების ბინადარია. კლუბს ერთხელ აქვს მოგებული ქვეყნის ლიგის და ორჯერ ასოციაციის თასი, ისიც შორეულ წარსულში. წლევანდელი სეზონი ეს სეზონი „უიკომბმა“ მე-10 ადგილზე დაამთავრა.

მიხეილ ლომთაძის, ქართველი ბიზნესმენებისა და უცხოური კლუბების ხსენებაზე კი ტვინის უჯრედები შევატოკეთ და ის ამბები ამოვატივტივეთ, დამოუკიდებლობის შემდეგ უცხოეთში ქართველების პირველკაცობას რაც უკავშირდება…

პირველი ქართვული კლუბი წინა საუკუნის მიწურულს, უკრაინაში, კერძოდ პატარა ქალაქ შეპეტოვკაში ჩამოყალიბდა. საქართველოდან უკრაინაში წასულმა ბიზნესმენმა ჯუმბერ ნიშნიანიძემ 1991 წელს დაარსა სამოყვარულო კლუბი „ტემპი“, რომელიც იმავე წელს სამოყვარულო ლიგის ჩემპიონი გახდა და უკვე 1992-ში უკრაინის პირველ ჩემპიონატში მიიღო მონაწილეობა. დიდი წარმატება არ ჰქონია, „ტემპი“ იმ სეზონში პირველ ლიგაში დაქვეითდა, თუმც უძლიერესთა ლიგას მალევე დაუბრუნდა. ცხადია, „ტემპში“ ქართველებიც თამაშობდნენ: ძმები ავთანდილ და ტარიელ კაპანაძეები, რომლებიც ბომბარდირთა დავაშიც ხშირად ერეოდნენ, დავით ჩალაძე, თამაზ პერტია, გიორგი ჩიხრაძე, იური გაბისკირია, ალექსანდრე რეხვიაშვილი, მამუკა ჯუღელი, ვინც ახლა ხვიჩა კვარაცხელიას აგენტია. 1995 წელს კი ნიშნიანიძემ „ტემპის“ მწვრთნელად რევაზ ძოძუაშვილი მიიწვია. შეპეტოვკის ქართული პროექტი 1996 წელს დამთავრდა. იქაური ქართველების უმეტესობა კი რევაზ ძოძუაშვილის თამადობითვე ლატვიაში გადაბარგდა.

რიგის „სკონტო“ სწორედ იმ პერიოდში მოღონიერდა, სწორედ ჩვენების დამსახურებით. კლუბი იქაურ მილიარდერ გიუნტის ინდრიკსონს ეკუთვნოდა, თუმც ძოძუაშვილს არა მარტო კლუბში, მთლიანად ლატვიურ ფეხბურთში დიდი სიტყვა ეთქმოდა, აკი ჩააბარეს კიდეც ეროვნული გუნდი, რომელმაც მოგვიანებით და სენსაციურად ევროპის ჩემპიონატზეც ითამაშა… ოღონდ უკვე ალეკსანდრ სტარკოვსის ხელმძღვანელობით.

რა კარგია, რომ მერაბ ჟორდანიას მანქანის ტარება არ უყვარსშემდეგ იყო 1998 წელი და ბელგიის პირველი ლიგის „რასინგ მეხელენი“. კლუბის პატრონი ინგლისში მცხოვრები ქართველი მიხეილ სურგულაძე გახლდათ. მას ფეხბურთში გადაწყვიტა ფულის ჩადება და ბელგიაში ქართველები იახლა. ადგილობრივი გრანდების, „ანდერლეხტისა“ და „ბრიუგეს“ გარდა, სურგულაძესთან თანამშრომლობის სურვილი ბელგიის ჯუპერლიგის ყველა კლუბს ჰქონდა, „მეხელენის“ გარდა. კლუბმა სურგულაძე უარით გაისტუმრა და ამით განაწყენებულმა ქართველმა, ქალაქის მეორე გუნდი „რასინგ მეხელენი“ იყიდა. მრჩეველი ზაზა ბოკერია იყო, მწვრთნელი კი დავით ყიფიანი. ჩვენებმა რაღაც-რაღაცეები ვერ გათვალეს და პროექტი მალევე გაჩერდა. ყიფიანი ავად გახდა, ქართველები კი თბილისში იოჰან ბოსკამპთან ერთად დაბრუნდნენ. „დინამოს“ აღორძინება უნდა დაწყებულიყო, სურგულაძე მერაბ ჟორდანიას დაუკავშირდა, „დინამოს“ აღორძინება უნდა დაწყებულიყო, კლუბი ჰოლანდიელ მწვრთნელს ჩააბარეს, მაგრამ… ჟორდანიამ ფეხბურთის ფედერაციის სათავეში გადაინაცვლა, „დინამოს“ ის ამბავი კი მალევე დამთავრდა. გემახსოვრებათ, ბოსკამპი მერე საქართველოს ნაკრების მწვრთნელიც იყო.

თავად მიხელ სურგულაძე კი „ჩელსიში“ მივიდა და რომან აბრამოვიჩის პერიოდში საკმაოდ გავლენიანი ფიგურა გახდა. აბრამოვიჩთან და „ჩელსისთან“ კი მერაბ ჟორდანიაც მეგობრობდა. სწორედ ამ მეგობრობის შედეგად ჟორდანიამ ნიდერლანდური „ვიტესი“ შეიძინა, რომელიც „ჩელსის“ ფარ-კლუბი გახდა. საქართველოს ნაკრების კაპიტანი გურამ კაშია, ვაკო ყაზაიშვილი, ბარსელონას ასაკობრივი გუნდიდან გიორგი ჭანტურია მერაბ ჟორდანიამ თავისთან წაიყვანა და დიდი საქმეც დაიწო… ყაზაიშვილმა და კაშიამ არნემში დიდი სახელი დატოვეს.

imageჟორდანია ვიტესზე არ გაჩერებულა და 2014-ში უკვე მალტაზე, ყველაზე ტიტულიანი ადგილობრივი კლუბი – „ვალეტა“ შეიძინა. თან კი საქართველოს ნაკრების ყოფილი მეკარე ნუკრი რევიშვილი წაიყვანა. დიდხანს არც ეგ ამბავი გაგრძელებულა.

კვიცი გვარზე ხტისო… რამდენიმე წელიწადში ასპარეზზე უკვე მერაბ ჟორდანიას ვაჟი, კახი გამოჩნდა, ვინც თავის საფეხბურთო ასევე ნიდერლანდური დენ ბოსხის სასარგებლოდ წარმოაჩინა. ცხადია, მამის გამოცდილების დახმარებით მან კლუბის სააქციო პაკეტი შეიძინა და საქმეს შეუდგა. კახი ჟორდანია ახლა აღარ მონაწილეობს დენ ბოსხის მართვაში, თუმც კლუბში დღეს თამაშობს საქართველოს ახალგაზრდული გუნდის ფეხბურთელი შალვა ოგბაიძე… მერაბ ჟორდანიას სახელს უკავშირებდნენ ასევე ავსტრიულ აუსტრიას, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო ეს ამბავი დღემდე მოუგვარებელია…  საინტერესოა, რომ 2000-იანების დასაწყისში ყაზანის რუბინსა და ყარაგანდის შახტარს ქართველი დირექტორები ჰყავდა – ზურაბ გეგჭკორი და გრიგოლ ლორია… იტალიური მილანის ხელმძღვანელობასთან ძალიან დაახლოებული გახლდათ რევაზ ჭოხონელიძე, რომელსაც ოფიციალურად სელექციონერის სტატუსი კი ჰქონდა, მაგრამ ბევრ სხვა საქმესაც ის აგვარებდა. კიევის დინამოდან შევჩენკოსა და კალაძის ტრანსფერებიც მეტწილად მისი დამსახურებაა.