არჩილ ბერიძე: შემადგენლობის გასაძლიერებლად მუშაობა უკვე დაწყებული გვაქვსეროვნული ლიგის ბოლო ტურში, „ბათუმისა“ და „იბერია 1999“-ის მატჩის შემდეგ ზღვისპირული კლუბის პრეზიდენტმა არჩილ ბერიძემ WAR-ის ოთახში მომუშავე მსაჯ გოგა კიკაჩეიშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა…

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ მე-13 წუთზე მატჩის მსაჯმა კობა გიორგაძემ „ბათუმის“ ფეხბურთელ ჟან ვიქტორს ყვითელი ბარათი მისცა, მაგრამ WAR-ზე გადამოწმების შემდეგ წითლით შეუცვალა… ამ დროისთვის მასპინძლები იგებდნენ – 1:0, მაგრამ, საბოლოოდ, 2:3 წააგეს. როგორც ჩანს, ბერიძემ წაგება ვერ აიტანა და მატჩის შემდეგ კიკაჩეიშვილს ფიზიკურად გაუსწორდა.

ბერიძის მხრიდან მსგავსი ფაქტი პირველი არ არის. 2022 წლის 12 ნოემბერს, „ბათუმისა“ და „სამგურალის“ მატჩის შემდეგ ასევე ფიზიკურად გაუსწორდა მსაჯებს, რის გამოც 6.000 ლარი ფულადი ჯარიმა დაეკისრა და ერთი წლის განმავლობაში გუნდს როგორც საშინაო, ისე საგარეო მატჩებზე სტადიონზე შესვლა აეკრძალა.

ფულადი ჯარიმის გადახდის რა მოგახსენოთ, მაგრამ ბერიძე სტადიონებზე ჩვეულებრივად ჩნდებოდა, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ კი ეს დარღვევები არ შეიმჩნია. არ შეიმჩნია და ფაქტიც განმეორდა. უნდა ვივარაუდოთ, რომ სასჯელი ამჯერად უფრო მკაცრი იქნება. იმის იმედიც უნდა ვიქონიოთ, რომ სასჯელის შემდეგ დარღვევებიც აღარ განმეორდება…