Tato Grigalashvili Wins the Paris Grand Slam - Georgia Todayაბუ დაბიში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს სამმა ქართველმა იჭიდავა. მედალი მხოლოდ ერთი გვერდო – ტატო გრიგალაშვილმა (81კგ.) მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული შეინარჩუნა.

გრიგალაშვილი ოქროსკენ მიმავალ გზას გერმანელი ტიმო კაველიუსის ძლევით შეუყვა, ვისაც თურქი ვედატ ალბაირაქი, ტაჯიკი სომონ მახმადბეკოვი და კორეელ ჯონჰვან ლი მიაყოლა.

ფინალში გრიგალაშვილი ტიმურ არბუზოვს დაეჯახა, რომელმაც ნახევარფინალში დიმიტრი გოჩალაიძე წაგვიქცია. გრიგალაშვილმა ორჯერ სამედიცინო შესვენება აიღო, თუმც მაინც შური იძია, მეტოქეს შეხვედრის მიწურულს ვაზარი აართვა და მსოფლიოს ჩემპიონი ზედიზედ მესამედ გახდა. რაც ქართული ძიუდოს ისტორიაში აქამდე ვერავის მოეხერხებინა.

არადა, გოჩილაიძე მედალთან ახლოს იყო. არბუზოვთან წაგებამდე მაგრად იარა: პირველ წრეში მოლდოველ მიჰაილ ლატიშევს მოუგო, შემდეგ რუმინელ ადრიან სულკა დაამარცხა, ვისაც იტალიელი ანტონიო ესპოზიტო და ავსტრიელი ბერნდ ფაშინგი მიყოლა. არბუზოვთან წაგების შემდეგ მესამე ადგილისთვის მახმადბეკოვს შეხვდა და დამარცხდა.

ეთერ ასკილაშვილმა (63) პირველივე წრეში ფილიპინელ კიომი ვატანაბეს კი მოუგო, მაგრამ შემდეგ სლოვენიელ ევროპის ჩემპიონ და მსოფლიოს ორგზის ვერცხლის მედალოსან ანდრეია ლესკისთან ვერაფერს გახდა.

წილი
წინა სტატიაშეიძლება ჯიბრშიც ჩადგეს
შემდეგი სტატიამაკრონი მბაპეს ვახშამზე
ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...