შეიძლება იყოს 3 people გამოსახულება
ბათუმი – იბერია 2:3. მატჩს საქართველოს ნაკრების მწვრთნელი ვილი სანიოლი თანაშემწეებთან ერთად დაესწრო

„კრისტალბეთ ეროვნული ლიგის“ მე-15 ტური ყველაზე უხვგოლიანი გამოდგა მიმდინარე სეზონში, გუნდებმა ერთმანეთს 21 გოლი გაუტანეს (მანამდე ასეთი მე-2 ტური გახლდათ – 16 გოლი).

ლიდერმა „დილამ“ შინ „დინამო“ დრამატულ მატჩში დაამარცხა. სტუმრებმა ნიკოლოზ უგრეხელიძის გოლით პირველი ტაიმი მოიგეს. შესვენების შემდეგ კი გორელებმა იძალეს და ორი ბურთი გაიტანეს. გამარჯვების გოლი 90+3-ე წუთზე სენეგალელმა იბრაჰიმა დრამემ შეაგდო.

„დინამომ“ შეხვედრა 9 ფეხბურთელით დაასრულა. მსაჯმა ჯენერი ხორავამ  55-ე წუთზე ალექსანდრე კალანდაძეს მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა და მინდვრიდან დაითხოვა. 82-ზე კი ნიგერიელი ჯოშუა აკპუჯე უხეშობისთვის ჯერ გააფრთხილა, მაგრამ ვარ-ზე გადამოწმების შემდეგ გააძევა.

„დილამ“ ზედიზედ მე-12 დაუმარცხებელი მატჩი ჩაატარა. თანაც შეგახსენებთ, რომ რუი მოტას შეგირდებს წლეულს შინ არ წაუგიათ.

ტურის ცენტრალურ მატჩში „ბათუმი“ შინ „იბერიასთან“ 2:3 დამარცხდა, თუმცა შეხვედრის მსვლელობისას ორჯერ იგებდა. თამაშის ბედი ბოლო წუთებზე გადაწყდა, როცა სამწუთიან მონაკვეთში ბაქარ ქარდავამ და შოთა ნონიკაშვილმა ორჯერ გაუტანეს ლუკა ხარატიშვილს.

შეიძლება იყოს 4 ადამიანი, ფეხბურთის თამაშში ჩართულები, (ამერიკული) ფეხბურთის მოთამაშე ადამიანები and ტექსტი გამოსახულება
ბათუმი იბერიასთან გიორგი წიტაიშვილის გოლმა ვერ გადაარჩინა

ბათუმელები მე-13 წუთიდან კაცნაკლულნი დარჩნენ. მსაჯმა კოტე გიორგაძემ მათი ბრაზილიელი, ჟან ვიქტორი გააძევა.

„ბათუმმა“ ზედიზედ მეორე შეხვედრა წააგო და ლიდერს უკვე შვიდი ქულით ჩამორჩა. მატჩს საქართველოს ნაკრების მწვრთნელი ვილი სანიოლიც დაესწრო.

„კოლხეთმა“ და „ტორპედომ“ ერთმანეთს 7 ბურთი გაუტანეს (2:3). ქუთაისელები 10 ტურია არ დამარცხებულან.

„გაგრამ“ „დავით პეტრიაშვილზე“ 2:0 მოუგო უშუალო კონკურენტ „თელავს.“ ულამაზესი მაკრატელა გაიტანა  გაგრელთა კაპიტანმა მათე ვაწაძემ. საინტერესოა, რომ „გაგრამ“ ბოლო ხუთი მატჩიდან ოთხი მოიგო.

„სამგურალმა“ კი ბოლო ტურებში მდგომარეობა გაიუმჯბესა და ახლა მეექვსე ადგილზეა. ამჯერად მათ აუტსაიდერ „სამტრედიას“ 4:0 მოუგეს. ერთი წუთის ინტერვალში მათმა შემტევმა, გიორგი ფანცულაიამ დუბლი შეასრულა.

სამგურალი 4:0 სამტრედია

1:0, 2:0 ფანცულაია (12 პენ, 13), 3:0 ჩიხლაძე (30), 4:0 ვერულიძე (44)

დილა 2:1 დინამო

0:1 უგრეხელიძე (5), 1:1 ნობრეგა (48), 2:1 დრამე (90+3)

გაძევება: კალანდაძე (55), აკპუჯე (82) – ორივე დინამო

გაგრა 2:0 თელავი

1:0 ვაწაძე(48), 2:0 ხარებაშვილი (87)

კოლხეთი 2:5 ტორპედო

0:1 ელტონ ჟუნიორი (22), 0:2 ჟორჟინიო (38), 1:2 ხარებავა (53), 1:3 იონსენი (59), 1:4 პირესი (86), 1:5 ნინკოვიჩი (90+1), 2:5 გიორგი მელწაძე (90+5 პენ)

ბათუმი 2:3 იბერია

1:0 წიტაიშვილი (5), 1:1 სილა (48), 2:1 ღუდუშაური (67), 2:2 ქარდავა (89), 2:3 ნონიკაშვილი (90+2)

გაძევება: ვიქტორი (13)

გუნდითამაშიმოგებაფრეწაგებაბურთებიქულა
დილა291610350:2358
იბერია 199929184763:4158
ტორპედო29176649:3457
ბათუმი29129835:3345
დინამო29911931:3238
სამგურალი29871439:4131
კოლხეთი296121137:4830
გაგრა29751725:4326
სამტრედია295111329:4926
თელავი29591523:3724

მეგოლეები: გიორგი კოხრეიძე (იბერია), ბიორნ იონსენი (ტორპედო, ნორვეგია), ტაირელ ვოუტერი (დილა, ნიდერლანდები) 7, შოთა ნონიკაშვილი (იბერია) – 6, გიორგი არაბიძე (ტორპედო), შოთა შეყილაძე (დილა) – 5