Ag. Kvaratskhelia: “Psg? Naples second home, every decision will be made together with ADL"ორი თამაშიღა რჩება „ნაპოლის” კოშმარული სეზონის დასრულებამდე, „ფიორენტინასა” და „ლეჩესთან”. შარშან ამ დროს ნეაპოლელი გულშემატკივარი ვერც კი წარმოიდგენდა, რომ სკუდეტოს ტრიუმფით მოპოვებიდან ერთი წლის შემდეგ პრობლემად ევროთასებზე გამსვლელი ადგილის მოპოვება იქცეოდა. რთული მდგომარეობიდან თავის დასაღწევად კლუბმა უკვე დაიწყო სატრანსფერო ბაზრისთვის მზაადება. იმავდროულად მიმდინარეობს მუშაობა გუნდის ახლანდელი ვარსკვლავების შესანარჩუნებლად, მათთვის კონტრაქტის გასაახლებლად. საგანგებო ადგილი უჭირავს ხვიჩა კვარაცხელიას საკითხს. ქართველი გარემარბით ევროპის წამყვანი კლუბები არიან დაინტერესებულნი და „აძურის” მენეჯმენტი ხვდება, რომ დროა მას ახლანდელი 1.5 მილიონიანი ხელფასი გაუზარდოს. როგორც ამბობენ, მოლაპარაკებები მიმდინარეობს, თუმცა შეთანხმება ჯერ შორსაა.

ამ ფონზე „აძურის” ქომაგთა ყურს სასიამოვნოდ მოხვდებოდა ფეხბურთელის აგენტის მამუკა ჯუღელის მიერ Gazzeta.ge-თვის ნათქვამი სიტყვები. ციტატა:

„გადაწყვეტილების მიღებას არ ვჩქარობთ, რადგან ნაპოლი ხვიჩას მეორე სახლია. ვაფასებთ ნაპოლისა და ბატონი პრეზიდენტის ზრუნვასა და პატივისცემას ხვიჩას მიმართ.

თუ იქნება ისეთი შემოთავაზება, რომელიც დააკმაყოფილებს კლუბს, ფეხბურთელს და დე ლაურენტისი არ იქნება წინააღმდეგი, კვარაცხელიას მომავალზე გადაწყვეტილება მხოლოდ ამის გათვალისწინებით იქნება მიღებული”, — ბრძანა ჯუღელმა.