„დორტმუნდის“ მცველმა მატს ჰუმელსმა პსჟ-სთან ჩემპიონთა ლიგის საპასუხო ნახევარფინალური მატჩის შემდეგ (1:0) ჟურნალისტებს აზრი გაუზიარა.
„ეს დიდი დღეა ყველა ჩვენგანისთვის. ახლა ძალიან ახლოს ვართ ოცნების ახდენასთან, გვჯერა, რომ „უემბლიზეც“ ფინალში წარმატებით ვითამაშებთ, მაგრამ ჯერ ეს გამარჯვება სათანადოდ უნდა აღვნიშნოთ“, – თქვა გახარებულმა ჰუმელსმა.
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალის საპასუხო მატჩი პსჟ – „დორტმუნდი“ გუშინ, 7 მაისს გაიმართა და გერმანელების გამარჯვებით 1:0 დასრულდა. ერთადერთი გოლი სწორედ ჰუმელსმა გაიტანა.