Iverieli: რინატ დასაევი და ალექსანდრე ჩივაძესაბჭოთა კავშირის ნაკრებისა და მოსკოვის „სპარტაკის“ მეკარე, თავის დროზე მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე რინატ დასაევი 1988 წელს ესპანეთში, კერძოდ „სევილიაში“ გადაბარგდა, სადაც სამი სეზონი ითამაშა და კარიერაც იქვე დაამთავრა. რინატ დასაევი საცხოვრებლად სევილიაშივე დარჩა და… დანარჩენს მისი ამ ინტერვიუდან შეიტყობთ, რომელიც მან ახლახან მისცა რუს ჟურნალისტებს…

– სევილიაში კარიერის დასრულების შემდეგ, მოსკოვში აღარ დაბრუნდი. რატომ?

– ბრაზილიიდან წინადადება მქონდა, მაგრამ კონტრაქტი მხოლოდ 1 წლიანი იყო და არ წავედი. სახლში დაბრუნება მინდოდა, მეგობარს დავურეკე და მიპასუხა, რომ თუ ესპანეთში დარჩენა შემეძლო, უნდა დავრჩენილიყავი. მეც დავრჩი. 6 თვე სამსახური არ მქონდა და კარიერაში გამომუშავებულ ფულს ვხარჯავდი.

ჩანს, კარიერის დასრულების შემდეგ, თქვენი ადგილი ვერ ნახეთ…

– ჩემს მეგობრებს რომ არ დავერწმუნებინე, შესაძლოა რუსეთში დავბრუნებულიყავი და 2-3 წელი კიდევ მეთამაშა. როდესაც კონტრაქტი დამისრულდა 35 წლის ვიყავი. სამსახური ვიპოვე, მაგრამ როდესაც ლუის არაგონესი კლუბიდან წავიდა, ისევ დავკარგე. 1 წლის მანძილზე ვერსად ვიმუშავე.ჩემს ნათესავებთან დიდი ხნის განმავლობაში კონტაქტი არ მქონდა. შემდეგ ჩემი ძმა და “კომსომოლსკაია პრავდას” ჟურნალისტი სერიოჟა ემელიანოვი დამიკავშირდნენ და დამარწმუნეს, რომ დავბრუნებულიყავი.

– ზუსტად რა მოხდა? ფეხბურთი მოგენატრათ?

– დიახ. თამაში ისევ მინდოდა, მაგრამ არ ვიცოდი რა გამეკეთებინა.

– თქვით, რომ ნათესავებს დიდი ხნის განმავლობაში არ ელაპარაკებოდით…

– იმიტომ რომ ამის ძალა არ მქონდა. მათ კლუბში დარეკეს და ასე მომაგნეს. როდესაც სერიოჟა ემელიანოვი დამიკავშირდა, რუსული უკვე დავიწყებული მქონდა. ვკითხე, მანდ ვინმემ ესპანური თუ იცოდა…

– დეპრესიაში იყავით?

– დიახ. უცხო ქვეყანაში უმუშევარად ვიჯექი. ეს ძალიან რთული იყო.

– ალკოჰოლთან პრობლემა გქონდათ?

– დიახ.

– როგორ გაუმკლავდით?

– თავი ხელში ავიყვანე. ეს რთული იყო, მაგრამ დავბრუნდი

Quando il mondo scoprì Dasaev - Il Nobile Calcio– ავარია მოგივიდათ და თავზე 21 ნაკერი დაგადეს. როგორ მოხდა?

– ღამით მანქანით მივდიოდი, წინ ავტობუსი მედგა. მინდოდა გამესწრო, მაგრამ ასფალტზე ზეთი ესხა. თხრილში გადავვარდი, მაგრამ იქიდან თავის დაღწევა შევძელი.

– ნასვამი იყავით?

– დასასვენებლად ვიყავი და ცოტა დალეული მქონდა. ეს ესპანეთში ნორმალურია. იქ მთვრალი მანქანას რომ მართავდე პრობლემა არაა. პოლიცია არავის აჩერებს. ისეთი მთვრალი არ ვყოფილვარ, რომ თავი ვერ გამეკონტროლებინა.

– სიკვდილთან ახლოს იყავით?

– დიახ, მას თვალებში ჩავხედე. მინდა დავივიწყო, მაგრამ ეს მოგონება სულ მიბრუნდება. ცუდი ამბები თავს სულ გვახსენებს.

– ცოლს ამ დროს გაშორდით?

– არა, უფრო ადრე, როცა ფეხბურთელის კარიერა დავასრულე.

– დეპრესიის დაძლევაში, მეორე ცოლი, მარია დაგეხმარათ?

– დიახ, ჩვენ ამ დროს შევხვდით. ის ჩემ გვერდზე დადგა…